პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: დეკანოიძე, დანი და ძმანი მისნი ქადაგებდნენ, რომ თურმე საქართველო ყოფილა შავი ხვრელი, თურმე ჩვენი ქვეყანა გამოიყენებოდა სანქციების გვერდის ავლისთვის.

ეს ხომ გამოვიარეთ, ეს ხომ ვნახეთ ამას კიდევ ერთხელ დაესვა წერტილი სწორედ იმ სახელი და გვარების მიერ და მხრიდან, რომელთაც ერთხელ უკვე დაუსვეს ამ ბინძურ სპეკულაციას წერტილი, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ რადიკალების ცრუ ნარატივთან დაკავშირებით, რომ საქართველო არის სანქციების გვერდის ავლის ჰაბი.

ირაკლი კირცხალიას თქმით, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, დეკანოიძე, დანი და ძმანი მისნი, ქადაგებდნენ, რომ თურმე საქართველო ყოფილა შავი ხვრელი.

„ქადაგებდნენ, რომ თურმე ჩვენი ქვეყანა გამოიყენებოდა სანქციების გვერდის ავლისთვის. პირდაპირ გვადანაშაულებდნენ. გავიხსენოთ ქალბატონი ლაკა ხოშტარია, მისი განცხადებები როგორ აგროვებდა ყალბ და ცრუ ფაქტებს თავისი პატრონებისთვის. ეს კიდევ დიდი ცინიზმია, როდესაც ხოშტარიაზე გვაქვს საუბარი და რუსეთთან დამოკიდებულებაზე. თქვენ თვითონ ახსენეთ კითხვაში ის ე.წ. პოლიტიკოსები, რომლებიც ამ აგენტების რიტორიკას კი არ ჰყვებიან, არამედ ავტორები არიან ამ რიტორიკის. გვახსოვს, რომ თურმე რაღაც სარეცხი მანქანები გაჰქონდათ, სხვადასხვა ტექნიკა გადიოდა თურმე ჩვენი ქვეყნიდან რუსეთის ფედერაციაში, რომლითაც შემდეგ ხდებოდა უკრაინის ფრონტზე რაღაც საბრძოლო მასალის შექმნა. სრული მარაზმი. ჩამოვიდნენ, ო’ბრაიანი იყო თუ არ ვცდები, ბატონი სალივანი იყო. შეისწავლეს ეს ყველაფერი და ვნახეთ როგორი დასკვნა დაიდო. შემდეგ მადლობის წერილიც ვნახეთ. იგივე მოხდა ახლა. როდესაც ვამბობთ და როდესაც ვთქვი ინტერვიუს დასაწყისში რომ ერთგვარი დეჟავიუ გვაქვს, არამხოლოდ ჩვენ, არამედ საზოგადოებას, ვგულისხმობ იმას, რომ ისევ იგივე რიტორიკა. ახლა შემოვიდა აქ, მაშინაც იყო, რომ რაღაც სამხედროების გადამზადება მიდის ჩვენს ქვეყანაში, რომ თითქოს ტერორისტები ემზადებოდნენ ჩვენს ქვეყანაში. ჩეჩნეთთან დაკავშირებული, რომ ვინ შემოდის თურმე ჩვენს ქვეყანაში. უცხო ქვეყნის ნომრის მანქანების გადაღება და შემდეგ ამის ფეისბუქზე ატვირთვა. ეს ხომ გამოვიარეთ, ეს ხომ ვნახეთ“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: მოპასუხის პოზიცია არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა იმისა, რომ ამ სხდომაზე არ მოხდეს პასუხის გაცემა მთავარ შეკითხვაზე, კერძოდ, 1633 რეზოლუციაზე ხელისმოწერით ნაცმოძრაობამ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ ეს დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები 2019-2025 წლებში უშუალოდ ექვსჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას და ამ ქმედებებს ისინი ამ მომენტისთვისაც არ ემიჯნებიან – ტყუილია, რომ პროდასავლური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ გვარამიას პარტიის მიერ გაჟღერებული ტყუილების მხოლოდ მცირე მაგალითებზე  – ტყუილია, რომ სარჩელი არ ასაბუთებს პარტიების მიერ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომელიც მისი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.