პოლიტიკა

დიმიტრი სამხარაძე „მოსკოვის მექანიზმზე“: კიდევ ერთხელ, ღიად დაადასტურეს, რომ ქართველი ერის განადგურების სურვილი აქვთ. ვეზიზღებით, რადგან ომი არ დავიწყეთ! გარყვნილობა ავკრძალეთ, სიმართლე დავაკანონეთ- ვეზიზღებით, რომ არ ვემონებით

„მალე გვეტყვიან, რომ ქართველებმა არ ილოცოთ და საპატრიარქო გააუქმეთო! ღირსება უნდა წაგართვათ ქართველებს, რჯული გადაგიშენოთ, წინაპრები დაგავიწყოთ და მომავალი წაგართვათო! სხვანაირად ამათი მოთხოვნები არ იკითხება !!“- წერს „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი სამხარაძე ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის შესახებ.

„მალე გვეტყვიან, რომ ქართველებმა არ ილოცოთ და საპატრიარქო გააუქმეთო! ღირსება უნდა წაგართვათ ქართველებს, რჯული გადაგიშენოთ, წინაპრები დაგავიწყოთ და მომავალი წაგართვათო! სხვანაირად ამათი მოთხოვნები არ იკითხება !! როდესაც ერს, დაკანონებული აქვს ბავშვებში გარყვნილების პროპაგანდა, სქესის გადაკეთება და არჩეული აქვს სიმართლე დაკარგული და უსამშობლო გადამთიელის მონობა, იქ არც რწმენაა და მითუმეტეს არც უფალი !! სიმართლეს რომ იცავს თქვენს ქვეყანაში, ის კანონიც გააუქმეთო. ჭეშმარიტებას რომ დაკარგავს ერი, მერე ის იარსებებს დღეს, კიდევ ერთხელ, ღიად, დაუფარავად დაადასტურეს, რომ საქართველოს და ქართველი ერის განადგურების სურვილი აქვთ. ვეზიზღებით, რადგან ომი არ დავიწყეთ! გარყვნილობა ავკრძალეთ, სიმართლე დავაკანონეთ! ვეზიზღებით, რომ არ ვემონებით, ვერ მოახერხეს სისხლიანი სამოქალაქო დაპირისპირება, აქაური მყრალი მანქურთების ხელისუფლებაში მობრუნება! რა არის ჩემი სიცოცხლე, თუ რწმენას, ღირსებას, შვილების მომავალს დავკარგავ? ფუჭ არსებად ვიქცევი, აი ისეთად, პარლამენტის წინ რომ ყრია, მონა გადამთიელის უსამშობლო მანქურთად! ამიტომ, სიცოცხლის ბოლომდე დავიცავთ ჩვენს სამშობლოს, რწმენას, მშვიდობას და მომავალ თაობას! საქართველოს ვერ დააჩოქებთ“- წერს სამხარაძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: მოპასუხის პოზიცია არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა იმისა, რომ ამ სხდომაზე არ მოხდეს პასუხის გაცემა მთავარ შეკითხვაზე, კერძოდ, 1633 რეზოლუციაზე ხელისმოწერით ნაცმოძრაობამ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ ეს დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები 2019-2025 წლებში უშუალოდ ექვსჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას და ამ ქმედებებს ისინი ამ მომენტისთვისაც არ ემიჯნებიან – ტყუილია, რომ პროდასავლური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ გვარამიას პარტიის მიერ გაჟღერებული ტყუილების მხოლოდ მცირე მაგალითებზე  – ტყუილია, რომ სარჩელი არ ასაბუთებს პარტიების მიერ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომელიც მისი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.