პოლიტიკა

ლევან მახაშვილი – „მოსკოვის მექანიზმს“ არანაირი საერთო არ აქვს ჰააგის სასამართლოსთან, ამ ეტაპზე ჰააგაში რაიმეს გადამისამართება ღიმილის მომგვრელია, არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს

უსაფუძვლო ბრალდებები გასული წლების განმავლობაში არაერთხელ მოვისმინეთ, „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში არსებული დასკვნა  სწორედ ამ უსაფუძვლო ბრალდებების კრებულია, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „მოსკოვის მექანიზმს“ ჰააგის სასამართლოსთან საერთო არაფერი აქვს.

„ეს დოკუმენტი,  მტკიცებულებების მიღმა, პოლიტიკურ შეფასებებს შეიცავს და არა მტკიცებულებებით გამყარებულ სამართლებრივ დასკვნებს. რა თქმა უნდა, ჩვენ სახელმწიფოს გაუქმებას არ ვაპირებთ. ამ რეკომენდაციების მიღება ნიშნავს, რომ სახელმწიფომ სახელმწიფოებრიობაზე ხელი აიღოს და გადაწყვეტილებების მიღების უფლება უცხო ძალებს გადასცეს. რა თქმა უნდა, საქართველო ამის გაკეთებას არ აპირებს.

უსაფუძვლო ბრალდებები გასული წლების განმავლობაში არაერთხელ მოვისმინეთ, ეს დასკვნა კრებულია სწორედ ამ უსაფუძვლო ბრალდებების. თუ ვინმეს რაიმე კითხვა აქვს, მზად ვართ დებატების ფორმატში, ნებისმიერ ფორმატში თითოეული კანონი დავიცვათ. რაც შეეხება ჰააგის ნაწილს, ეს წმინდა წყლის სპეკულაციაა, რადგან ამ მექანიზმს არანაირი საერთო არ აქვს ჰააგის სასამართლოსთან. პირიქით, ყველა მხარეს მოვუწოდებთ, სპეკულაციების ნაცვლად, თუ რაიმე აქვთ სამტკიცებელი, სამართლებრივი მექანიზმები გამოიყენონ. ამ ეტაპზე ჰააგაში რაიმეს გადამისამართება ღიმილის მომგვრელია, არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა მახაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: მოპასუხის პოზიცია არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა იმისა, რომ ამ სხდომაზე არ მოხდეს პასუხის გაცემა მთავარ შეკითხვაზე, კერძოდ, 1633 რეზოლუციაზე ხელისმოწერით ნაცმოძრაობამ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ ეს დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები 2019-2025 წლებში უშუალოდ ექვსჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას და ამ ქმედებებს ისინი ამ მომენტისთვისაც არ ემიჯნებიან – ტყუილია, რომ პროდასავლური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ გვარამიას პარტიის მიერ გაჟღერებული ტყუილების მხოლოდ მცირე მაგალითებზე  – ტყუილია, რომ სარჩელი არ ასაბუთებს პარტიების მიერ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომელიც მისი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.