პოლიტიკა

გიორგი სოსიაშვილი: ოპოზიციას ვერ დავარქმევთ ჩვენ ამ ექსტრემისტებს, რომლებიც ხან ტერორიზმში დაადანაშაულებენ საკუთარ სამშობლოს, ხან რას დააბრალებენ და ხან რას – გახსოვთ ტაივანელი ქალბატონის, “თინა ტაივანელის” განცხადებები

ოპოზიციას ვერ დავარქმევთ ჩვენ ამ ექსტრემისტებს, რადიკალებს, რომლებმაც გახსოვთ, რამდენიმე დღის წინ რა განცხადებები გააკეთეს – ხან ტერორიზმში დაადანაშაულებენ საკუთარ სამშობლოს, ხან რას დააბრალებენ და ხან – რას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი სოსიაშვილმა, “იმედის” ეთერში განაცხადა.

მან თინა ხიდაშელს “თინა ტაივანელი” უწოდა და გაიხსენა მის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადებებიც. სოსიაშვილის განმარტებით, რადიკალების პატრონების ინტერესშია, როგორღაც ჟანგბადი მიაწოდონ ე.წ. ოპოზიციას, რომელსაც პულსი აღარ ესინჯება, ვინაიდან, ქართველ ხალხს ვეღარ ატყუებენ.

“გახსოვთ ტაივანელი ქალბატონის, “თინა ტაივანელის” განცხადებები და რადიკალთა დაჯგუფების წარმომადგენელთა მსგავსი განცხადებები. ამჯერად, მათი პატრონების სურვილია, როგორღაც, ჟანგბადი მისცენ ამ ადამიანებს, იმიტომ, რომ ე.წ. ოპოზიციას, რადიკალებს აღარ ესინჯებათ პულსი, ხალხმა ნათლად დაინახა ყველაფერი, ქართველ ხალხს ვეღარ მოატყუებენ. ეს ეყიდებოდათ ორიოდე ათეული წლის წინ, როდესაც ბევრი რაღაცით ხდებოდა შეფუთვა და ვითომ ქართველი ხალხის ინტერესებით მოქმედებდნენ, სინამდვილეში სულ სხვა რამე ამოძრავებდათ. ბუნებრივია, თავიანთი აგენტურის აღდგენა უნდათ – თავიანთი აგენტურის დასაფინანსებლად, ისინი ძალიან დიდ ფულს ხარჯავდნენ, ძალიან დიდი ფული შემოდიოდა და ამ ფულის ნაწილი, ისევ უკან უბრუნდებოდათ. ასეთი ჯაჭვი იყო აგებული, ფულის შოვნის ერთგვარი სქემები და ცხადია, როგორც კი გამჭვირვალობის კანონმა ეს გამოააშკარავა, მთელი ეს აგენტურული სისტემა ჩამოეშალათ თავზე. ახლა უნდათ, საქართველოში როგორღაც გადაარჩინონ თავიანთი აგენტურული ძალის წარმომადგენლები, რომ იქნებ რამე გამოუვიდეთ – ხან “მოსკოვის მექანიზმის” ჩართვით, რომელიც ყველა მანდატს გასცდა, რა მექანიზმზეა საუბარი, ან ეს მექანიზმი რატომ მაშინ არ გაახსენდათ, როდესაც მათი აგენტურა მართავდა ქვეყანას და უამრავი უდანაშაულო ადამიანი სცოცხელს გამოასალმეს, წამებით ამოხადეს სული ადამიანებს და ათიათასობით ოჯახი გააუბედურეს. სად იყო მაშინ “მოსკოვის მექანიზმი”, რატომ არ ახსენდებოდათ, საინტერესოა,” – განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: მოპასუხის პოზიცია არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა იმისა, რომ ამ სხდომაზე არ მოხდეს პასუხის გაცემა მთავარ შეკითხვაზე, კერძოდ, 1633 რეზოლუციაზე ხელისმოწერით ნაცმოძრაობამ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ ეს დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები 2019-2025 წლებში უშუალოდ ექვსჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას და ამ ქმედებებს ისინი ამ მომენტისთვისაც არ ემიჯნებიან – ტყუილია, რომ პროდასავლური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ გვარამიას პარტიის მიერ გაჟღერებული ტყუილების მხოლოდ მცირე მაგალითებზე  – ტყუილია, რომ სარჩელი არ ასაბუთებს პარტიების მიერ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომელიც მისი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.