პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე WIN | Worldwide Independent Network of MR & OP -ის კვლევაზე: ეს კვლევაც ერთ-ერთი დასტურია იმის, რომ საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა და როდესაც ქალბატონები აქ თავს გრძნობენ ყველაზე უსაფრთხოდ, ერთ-ერთ მანიშნებელია იმისა, რომ არავის საქართველოში არავითარი საფრთხე არ ემუქრება

„ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე საქართველოში ქალების უსაფრთხოების თემაზე საერთაშორისო კვლევის შედეგებს ეხმიანება. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, კვლევის შედეგები ქვეყანაში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მაღალი მაჩვენებლითაა განპირობებული.

დიმიტრი ხუნდაძემ ისაუბრა იმაზეც, რომ საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა და გენდერული კუთხით საფრთხე არავის ემუქრება.

„ეს მაჩვენებელი, რა თქმა უნდა, საერთო მუშაობის შედეგია, მაგრამ მეტწილად სამართალდამცავების საქმიანობის დამსახურებაა, რომლებიც საზოგადოებრივ წესრიგზე არიან უშუალოდ პასუხისმგებლები და ეს წესრიგი საქართველოში იგრძნობა. ეს კვლევაც ერთ-ერთი დასტურია იმის, რომ საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა და როდესაც ქალბატონები აქ თავს გრძნობენ ყველაზე უსაფრთხოდ, ერთ-ერთ მანიშნებელია იმისა, რომ არავის საქართველოში არავითარი საფრთხე არ ემუქრება. ასევე, არავითარი საჭიროება არ არსებობს იმის, რომ გვქონდეს გენდერული რეგულაცია, და კვოტები შემოვიღოთ იმისთვის, რომ ქალთა მონაწილეობა ან ქალთა უსაფრთხოება ამ გზით იქნას პრიორიტეტში აყვანილი ან დასაცავი,“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. ინფორმაციისთვის, WIN | Worldwide Independent Network of MR & OP -ის მიერ ჩატარდა უახლესი ყოველწლიური კვლევა „Worldviews“ , რომლის თანახმად, საქართველო იმ ქვეყნების რიგშია, სადაც ქალები ღამით საჯარო სივრცეში თავისუფლად გადაადგილებისას ყველაზე მაღალ უსაფრთხოდ გრძნობენ თავს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: მოპასუხის პოზიცია არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა იმისა, რომ ამ სხდომაზე არ მოხდეს პასუხის გაცემა მთავარ შეკითხვაზე, კერძოდ, 1633 რეზოლუციაზე ხელისმოწერით ნაცმოძრაობამ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ ეს დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები 2019-2025 წლებში უშუალოდ ექვსჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას და ამ ქმედებებს ისინი ამ მომენტისთვისაც არ ემიჯნებიან – ტყუილია, რომ პროდასავლური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ გვარამიას პარტიის მიერ გაჟღერებული ტყუილების მხოლოდ მცირე მაგალითებზე  – ტყუილია, რომ სარჩელი არ ასაბუთებს პარტიების მიერ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომელიც მისი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.