პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: ოპოზიციამ სცადა, პრეზიდენტის ღირსეული და პასუხისმგებლობიანი სიტყვა სრულიად სხვა მნიშვნელობით დაენახათ. ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც მიხეილ ყაველაშვილი ოპოზიციის შეტევის სამიზნე ხდება და მისი განცხადებების მიზანმიმართული, არასწორი ინტერპრეტირება ხდება

x

ოპოზიციამ სცადა, პრეზიდენტის ღირსეული და პასუხისმგებლობიანი სიტყვა სრულიად სხვა მნიშვნელობით დაენახათ. ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც მიხეილ ყაველაშვილი ოპოზიციის შეტევის სამიზნე ხდება და მისი განცხადებების მიზანმიმართული, არასწორი ინტერპრეტირება ხდება, – ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ დეზინფორმაციას თითქოსდა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი „პირველი ლედის“ ნაცვლად „პირველი დედის“ ამბობს.

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, ოპოზიციისთვის მსგავსი პრაქტიკა უკვე წლებია პოლიტიკურ ბრძოლის ერთ-ერთ ინსტრუმენტად იქცა, როცა რეალური არგუმენტები აღარ არსებობს, იწყება სიტყვების დამახინჯება და ხელოვნური სკანდალების შექმნა.

„ოპოზიციის პროპაგანდისტული მანქანა სრული სიმძლავრით არის ჩართული და ცდილობს, მაქსიმალურად დააკნინოს როგორც სახელმწიფო ინსტიტუტები, ისე კონკრეტული ადამიანები, რომლებიც ქვეყნის ინტერესების დაცვაზე არიან ორიენტირებულნი. თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროში ფეიკის შექმნა და ინფორმაციის გავრცელება მართლაც სწრაფია, მაგრამ ასევე გამარტივებულია მისი გადამოწმებაც და ამოცნობაც. სწორედ ამიტომ, როგორც წესი, ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების მიერ წარმოებული ბინძური კამპანიები, საზოგადოებისთვის მალევე ხდება საცნაური. ადამიანები ადვილად ამჩნევენ, როდესაც კონკრეტული განცხადება ან ფაქტი მიზანმიმართულად არის დამახინჯებული პოლიტიკური მიზნებისთვის. ამ შემთხვევაშიც სწორედ ფეიკის გავრცელების მცდელობის წინაშე ვდგავართ. პრეზიდენტის შესახებ კვლავ შეიქმნა და გავრცელდა მორიგი დეზინფორმაცია, რომლის მიზანიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა. ფაქტია, რომ ქვეყნის მტრებად ქცეულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა, რომლებმაც საკუთარ თავს ოპოზიცია უწოდეს, ვერ აიტანეს ყველა ის ნაბიჯი და ქმედება, რომელიც ქვეყნის საკეთილდღეოდ გადაიდგა. ამიტომაც ისინი მუდმივად ცდილობენ, პრეზიდენტის ნებისმიერი პოზიტიური ნაბიჯი უარყოფითად წარმოაჩინონ. დღეს ოპოზიცია იმ მდგომარეობამდეა მისული, რომ ხშირად ფაქტების დანახვაც აღარ სურს. აქვთ თვალები, მაგრამ ვერ ხედავენ; აქვთ ყურები, მაგრამ არ ესმით, უფრო სწორად, ყველაფერს ისე ხედავენ და ისმენენ, როგორც მათ პოლიტიკურ ინტერესებს აწყობს.

მაგალითად, მაშინ როდესაც ქვეყნის სტაბილური და მშვიდობიანი მომავლის შესახებ საუბარია, ისინი ამას სრულიად სხვაგვარად, ბომბების წვიმის ქვეშ ხედავენ. ოპოზიციამ სცადა, პრეზიდენტის ღირსეული და პასუხისმგებლობიანი სიტყვა სრულიად სხვა მნიშვნელობით დაენახათ. ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც მიხეილ ყაველაშვილი ოპოზიციის შეტევის სამიზნე ხდება და მისი განცხადებების მიზანმიმართული, არასწორი ინტერპრეტირება ხდება. ოპოზიციისთვის მსგავსი პრაქტიკა უკვე წლებია პოლიტიკურ ბრძოლის ერთ-ერთ ინსტრუმენტად იქცა, როცა რეალური არგუმენტები აღარ არსებობს, იწყება სიტყვების დამახინჯება და ხელოვნური სკანდალების შექმნა“, – წერს დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: მოპასუხის პოზიცია არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა იმისა, რომ ამ სხდომაზე არ მოხდეს პასუხის გაცემა მთავარ შეკითხვაზე, კერძოდ, 1633 რეზოლუციაზე ხელისმოწერით ნაცმოძრაობამ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ ეს დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები 2019-2025 წლებში უშუალოდ ექვსჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას და ამ ქმედებებს ისინი ამ მომენტისთვისაც არ ემიჯნებიან – ტყუილია, რომ პროდასავლური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ გვარამიას პარტიის მიერ გაჟღერებული ტყუილების მხოლოდ მცირე მაგალითებზე  – ტყუილია, რომ სარჩელი არ ასაბუთებს პარტიების მიერ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომელიც მისი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.