პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: პეტერ ფიშერმა ფეხქვეშ გათელა ყველა ის ნორმა და საწყისი, რასაც დიპლომატია ჰქვია. თითოეული მისი განცხადება არის პარტიული განცხადება. ეს არის ადამიანი, რომელიც ნაცებთან ერთად არ ტოვებს შანს რიტორიკულად თუ ქმედებით ჩვენს ქვეყანას მიაყენოს ზიანი

პეტერ ფიშერის მდგომარეობა საკმაოდ ტრაგიკულია ჩვენს ქვეყანაში იმიტომ, რომ  ის არის ერთ-ერთი გამორჩეული აქტივისტი და „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის წევრი- განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ.

კირცხალია გერმანიის ელჩს მის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო აკრიტიკებს და ამბობს, რომ ის არ მოქმედებს დიპლომატიური ნორმების შესაბამისად. მისივე თქმით, ელჩის განცხადებები პარტიული და პოლიტიკურად მიკერძოებულია. 

„დაველოდოთ, მას სულ რაღაც რამდენიმე თვე დარჩა ამ ქვეყანაში დიპლომატიური მოღვაწეობის. ნამდვილად რთულია ასეთ ადამიანზე და ამ პიროვნებაზე თქვა დიპლომატიური, რადგან ეს არის ადამიანი, რომელმაც ფეხქვეშ გათელა ყველა ის ნორმა, ყველა ის საწყისი, რასაც დიპლომატია ჰქვია. დავანებოთ თავი ვენის კონვენცია, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით დახია. თითოეული მისი განცხადება არის პარტიული განცხადება. პირობითად გვარამია და პირობითად ფიშერი ერთი რიტორიკით გვესაუბრებიან და ესაუბრებიან ჩვენს ხალხს. ეს არის ადამიანი, რომელიც ნაცებთან ერთად არ ტოვებს შანს რიტორიკულად თუ ქმედებით ჩვენს ქვეყანას მიაყენოს ზიანი. პეტერ ფიშერი ჩვენთვის არ არის გერმანია და როგორც სხვადასხვა პოლიტიკური ელიტის დღევანდელი წარმომადგენლები ჩვენთვის არ არის ევროპა.  თუნდაც, ~ ბრიტანეთში დღევანდელი მმართველი ელიტა როგორ არ არის დიდი ბრიტანეთი და მისი ისტორიული კულტურა, დემოკრატიული ფასეულობები და საწყისები, რომელიც ეტალონი იყო მთელი მსოფლიოსთვის“ – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: მოპასუხის პოზიცია არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა იმისა, რომ ამ სხდომაზე არ მოხდეს პასუხის გაცემა მთავარ შეკითხვაზე, კერძოდ, 1633 რეზოლუციაზე ხელისმოწერით ნაცმოძრაობამ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ ეს დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები 2019-2025 წლებში უშუალოდ ექვსჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას და ამ ქმედებებს ისინი ამ მომენტისთვისაც არ ემიჯნებიან – ტყუილია, რომ პროდასავლური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ გვარამიას პარტიის მიერ გაჟღერებული ტყუილების მხოლოდ მცირე მაგალითებზე  – ტყუილია, რომ სარჩელი არ ასაბუთებს პარტიების მიერ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომელიც მისი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.