პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: რა გეოპოლიტიკის ცოდნაზეა საუბარი, როდესაც რუკაზე არ იცი ირანის მდებარეობა – ევროპარლამენტარების ეს სამარცხვინო ნაწილი სრული სერიოზულობით მართავს დებატებს საქართველოს შესახებ, იღებს აბსურდულ, დამცინავ რეზოლუციებს და ჭკუას გვარიგებს ქართველებს, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ

სამწუხაროდ, დღევანდელი ევროპარლამენტარების დიდ ნაწილს საერთოდ არ აქვთ წარმოდგენა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, პოლიტიკური რეალობის აღქმაც ბოლომდე დაკარგული აქვთ. თუმცა, რა გეოპოლიტიკის ცოდნაზეა საუბარი, როდესაც რუკაზე არ იცი ირანის მდებარეობა, – წერს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში.

მაჭავარიანის განცხადებით, სწორედ ევროპარლამენტართა ეს კონკრეტული სამარცხვინო ნაწილი იღებს აბსურდულ რეზოლუციებს საქართველოსთან დაკავშირებით და „მზრუნველი სახეებით მსჯელობენ“ ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებით ამ დროს კი არც იციან საქართველოს ადგილმდებარეობა.

„კარგია, რომ ის მითი, თუ პოლიტიკოსი დასავლელია, ე.ი აუცილებლად სიმართლეს საუბრობს, არასდროს არ ცდება, არასდროს არ იტყუება და აპრიორში წესიერი და ყოვლისმცოდნეა, რამდენიმე წელია დაიმსხვრა ჩვენს ქვეყანაში. ეს მითი განსაკუთრებით ევროპელ პოლიტიკოსებზე – ევროპარლამენტარებზე ვრცელდებოდა. სამწუხაროდ, დღევანდელი ევროპარლამენტარების დიდ ნაწილს საერთოდ არ აქვთ წარმოდგენა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, პოლიტიკური რეალობის აღქმაც ბოლომდე დაკარგული აქვთ. თუმცა, რა გეოპოლიტიკის ცოდნაზეა საუბარი, როდესაც რუკაზე არ იცი ირანის მდებარეობა. გეოგრაფია, რომ სკოლაში არ აინტერესებდა გასაგებია, მაგრამ ამხელა ომის ფონზე მაინც ხომ უნდა დაინტერესებულიყო ირანის ლოკაციით?! გამოდის, რომ არც მინიმალური ცოდნა-კომპეტენცია აქვს და არც მიმდინარე პროცესების ინტერესი?! ევროპარლამენტარების ეს სამარცხვინო ნაწილი სრული სერიოზულობით მართავს დებატებს საქართველოს შესახებ, იღებს აბსურდულ, დამცინავ რეზოლუციებსა და ჭკუას გვარიგებს ქართველებს, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ. ისინი გამოდიან მოწოდებებით, სერიოზული და მზრუნველი სახეებით „მსჯელობენ“ ჩვენს სამშობლოსთან დაკავშირებით. საერთოდ არ აქვთ წარმოდგენა ქართველებზე და რა თქმა უნდა, არც საქართველოს ადგილმდებარეობა იციან. ვისთვისაც, ევროპარლამენტარების რეზოლუციები მნიშვნელოვანია, უკვე დროა …“- წერს ლევან მაჭავარიანი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: მოპასუხის პოზიცია არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა იმისა, რომ ამ სხდომაზე არ მოხდეს პასუხის გაცემა მთავარ შეკითხვაზე, კერძოდ, 1633 რეზოლუციაზე ხელისმოწერით ნაცმოძრაობამ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ ეს დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები 2019-2025 წლებში უშუალოდ ექვსჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას და ამ ქმედებებს ისინი ამ მომენტისთვისაც არ ემიჯნებიან – ტყუილია, რომ პროდასავლური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ გვარამიას პარტიის მიერ გაჟღერებული ტყუილების მხოლოდ მცირე მაგალითებზე  – ტყუილია, რომ სარჩელი არ ასაბუთებს პარტიების მიერ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომელიც მისი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.