პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: ერთი კომპრომისი ვიხილეთ, რაზეც პრემიერს მადლობა გადავუხადე, თუმცა ამ კომპრომისში მე ვერ ვნახე ის გასაღები, რაც მოიტანს სასურველ შედეგს — ავტოპარკის გაუმჯობესებას და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას

ავტოპარკის რეგულაციებსა და მათ შესაძლო ეკონომიკურ და ეკოლოგიურ ეფექტებზე ისაუბრა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომატემ დიმიტრი ხუნდაძემ.

მისი განცხადებით, მიუხედავად გარკვეული კომპრომისისა, წარმოდგენილი ინიციატივები სასურველ შედეგს სრულად ვერ უზრუნველყოფს.

„გარემო უნდა გავაჯანსაღოთ, თუმცა არა ისე, რომ მივიღოთ არა სასურველი, არამედ უკუშედეგი“ — აღნიშნა დეპუტატმა და ყურადღება გაამახვილა რეგულაციების ხარვეზებსა და შესაძლო რისკებზე.

„ერთი კომპრომისი ვიხილეთ ამ კანონთან დაკავშირებით, რაზეც პრემიერს მადლობა გადავუხადე, თუმცა ამ კომპრომისში მე ვერ ვნახე ის გასაღები, რაც მოიტანს სასურველ შედეგს — ავტოპარკის გაუმჯობესება დინამიურად და რეალისტურად რომ მოხდეს. ასევე, გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება, რაც მოქალაქეების ჯანმრთელობას დააზღვევს. მაგალითად, ინიციატივა ძირითადად მსუბუქ ავტომობილებს ეხება, მაშინ როცა მაღალი ცვეთადობით გამორჩეული სპეცტექნიკა და სატვირთო მანქანები, რომლებიც მეტად აბინძურებს გარემოს, რეგულაციების მიღმა რჩება. ასევე ვხედავ რისკებს, რომ შესაძლოა, იმპორტირდეს შედარებით ახალი, მაგრამ მძიმედ დაზიანებული ავტომობილები. ვიცით შემთხვევები, როდესაც 2-3-4 მანქანიდან ერთს აწყობენ — ასეთი ავტომობილი ვერ იქნება უსაფრთხო. ამ საკითხს სჭირდება გრძელვადიანი პროგნოზირება და ეკონომიკური გავლენის შეფასება, რაც, ჩემი აზრით, სათანადოდ არ არის გაკეთებული. ამ სექტორში ჩართულია უამრავი ადამიანი — ავტოინდუსტრიასა და მის მომიჯნავე დარგებში დასაქმებულია დაახლოებით 255 ათასი მოქალაქე.

ასევე, საბიუჯეტო შემოსავლები მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ამ სფეროზე, რადგან მილიარდები ბრუნავს ამ ინდუსტრიაში. გარემო უნდა გავაჯანსაღოთ, თუმცა არა ისე, რომ მივიღოთ არა სასურველი, არამედ უკუშედეგი,”—განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: პოლიტიკური ასპარეზის გაწმენდა რადიკალური დაჯგუფებებისგან, რომლებიც სახელმწიფო ინსტიტუტების საბოტაჟსა და გარეგან მართვაზე არიან ორიენტირებულნი, პარტიული სისტემის გაჯანსაღების საშუალებას მოგვცემს

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ვინც ჩათვლის, რომ არ უნდა აიკრძალოს ანტისახელმწიფოებრივი ე.წ პოლიტიკური პარტიები, მან პასუხი უნდა გასცეს კითხვას – რას აკეთებდა მაშინ, როდესაც არაერთხელ დადასტურდა, რომ „ნაცმოძრაობა“, თავისი ფილიალებით დანაშაულებრივი რეჟიმია

პოლიტიკა

დიმიტრი სამხარაძე: განულებული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ ალაშქრებას- “ქართული ოცნების“ არცერთ ერთგულ ჯარისკაცს არ ვუვიწყებთ ბრძოლას, მაგრამ გუნდისთვის ზიანის მომტანებს, მოსყიდულებს მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებენ

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.