პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: გვარამიას უსაყვარლესი თემა იყო პატრიარქის დაკნინება- ახლა გამოდგა და კაკანებს, ვერ გამოვემშვიდობეო! შენ ვერც სამძიმარზე გაბედე მისვლა, არ იყო გულსევდიან მორწმუნეებში შენი ადგილი! ბიძინა ივანიშვილი იქ უნდა ყოფილიყო და იყო კიდეც, ამას დამსახურება სჭირდება, შენ ვერ დაიმსახურე

ჯერ რ2-დან და მერე მთავარი არხიდან გვარამიას და გაბუნიას უსაყვარლესი თემა იყო პატრიარქის დაკნინება, საპატრიარქოზე ქილიკი, დედა ეკლესიის მიწასთან გასწორება და მართლმადიდებლობის როგორც რწმენის შეურაცხყოფა! ახლა გამოდგა და კაკანებს ვერ გამოვემშვიდობეო! შენ ვერც სამძიმარზე ვერ გაბედე მისვლა, არ იყო იმ თვალცრემლიან და სიყვარულით სავსე გულსევდიან მორწმუნეებში შენი ადგილი! – ამის შესახებ წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.

სადღობელაშვილი ნიკა გვარამიას ფეისბუქ სტატუსს ეხმიანება და წერს, რომ დანაღვლიანებული მოსახლეობის ემოციებზე თამაში არ გამოუვა.

“ჯერ რ2-დან და მერე მთავარი არხიდან გვარამიას და გაბუნიას უსაყვარლესი თემა იყო პატრიარქის დაკნინება, საპატრიარქოზე ქილიკი, დედა ეკლესიის მიწასთან გასწორება და მართლმადიდებლობის როგორც რწმენის შეურაცხყოფა! ახლა გამოდგა და კაკანებს ვერ გამოვემშვიდობეო! შენ ვერც სამძიმარზე ვერ გაბედე მისვლა, ვერც შენ და ვერც შენი მოდგმის და გაგების უღმერთო მუტანტებმა! არ იყო იმ თვალცრემლიან და სიყვარულით სავსე გულსევდიან მორწმუნეებში შენი ადგილი! მიუღებელი იყავი იმ საზოგადოებისთვის! დაიწვებოდი სანამ იმ წმინდა ადგილამდე მიხვიდოდი! და არ გინდა ახლა სხვებზე გადაბრალება, არ გამოგივა დანაღვლიანებული მოსახლეობის ემოციებზე თამაში! ჩვენთვის საკმარისი იყო სიონის შესასვლელთან დგომა. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს დიახ თავის ოჯახთან ერთად იქ უნდა ყოფილიყო და იყო კიდეც, ამას დამსახურება სჭირდება! შენ ვერ დაიმსახურე…”- წერს სადღობელაშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: გიორგი გველესიანის ბოლო მიმართვის შემდეგ კიდევ უფრო განმიმტკიცდა მის მიმართ პატივისცემა, განსაკუთრებით დასაფასებელია ადამიანი, რომელსაც შეუძლია საკუთარი შეხედულებების დაცვა მაშინაც კი, როდესაც ეს საზოგადოებრივი კრიტიკისა და პიროვნული თავდასხმების სამიზნედ აქცევს

პოლიტიკა

მარჩინ როსოლოვსკი: სწორედ ვარშავაში და არა თბილისში იყენებს პრემიერ-მინისტრი სკოლის ტრაგედიას, რათა აიძულოს პარლამენტი მიიღოს კანონმდებლობა, რომელიც ინტერნეტ ცენზურას შემოიღებს რეალური სასამართლო ზედამხედველობის გარეშე

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.