განცხადება · 96 ნახვა
„დიპლომატიური ენა ჩვენს ხელში არ არის უკან დახევის იარაღი. ჩვენ პატივს ვცემთ საერთაშორისო პარტნიორობას, მაგრამ პარტნიორობა ეფუძნება თანასწორობას და არა კარნახს“
„ჩვენი მმართველი გუნდის პოლიტიკამ ქვეყანას მოუტანა მშვიდობა და სუვერენული მანევრირების სივრცე. მაგრამ მშვიდობა არ ნიშნავს პროვოკაციებზე თვალის დახუჭვას.“-განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს.
მისივე თქმით, საქართველო საკუთარ დღის წესრიგს თავად წერს და „ქართული ოცნების“ გუნდი მყარად დგას და ბოლომდე დაიცავს ქვეყნის ღირსებას, მშვიდობასა და დამოუკიდებლობას.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
„სუვერენიტეტი ნიშნავს იმას, რომ ამ ქვეყანაში კანონებს იღებს საქართველოს პარლამენტი, ხოლო მათ აღასრულებს ქართული სასამართლო… ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე და არა გარე დირექტივებით. ჩვენი პასუხი ამ შემოტევაზე არის სტრატეგიული მედეგობა. ჩვენ არ ვართ თავდაცვის რეჟიმში. ჩვენი არაკეთილმოსურნეების მიზანი საზოგადოებაში ნიჰილიზმისა და უსუსურობის განცდის დანერგვაა. ამიტომ, ჩვენ პროაქტიულად დავუპირისპირდებით ნებისმიერ დეზინფორმაციულ კამპანიას. ჩვენ გავაძლიერებთ ეკონომიკურ დამოუკიდებლობას რეგიონებში, რათა ქვეყანა გარე შანტაჟის მიმართ ხელშეუხებელი გახდეს, და რაც მთავარია ჩვენ დავეყრდნობით ახალ თაობას, რომელსაც აქვს მყარი ეროვნული იდენტობა და რომელსაც ვერავინ შემოასაღებს სუვერენიტეტის დათმობას „დემოკრატიის“ ნიღბით. დიპლომატიური ენა ჩვენს ხელში არ არის უკან დახევის იარაღი. ეს არის ჩვენი პოზიციების ცივსისხლიანად და მყარად გატანის საშუალება. საქართველო საკუთარ დღის წესრიგს თავად წერს. ჩვენ პატივს ვცემთ საერთაშორისო პარტნიორობას, მაგრამ პარტნიორობა ეფუძნება თანასწორობას და არა კარნახს. ჩვენი გუნდი მყარად დგას და ბოლომდე დაიცავს ამ ქვეყნის ღირსებას, მშვიდობასა და დამოუკიდებლობას“.- განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
ზვიად შალამბერიძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- ზვიად შალამბერიძე„როდესაც საერთაშორისო დოკუმენტში მოგვიწოდებენ, ხელისუფლებამ გამოიხმოს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოდან, ეს არის მართლმსაჯულების უზენაესობის ფუნდამენტური პრინციპის ნგრევა. საქართველოში ხელშეუხებელი კასტები არ არსებობენ! მართლმსაჯულება არის და იქნება ყველასთვის თანაბარი“
- ზვიად შალამბერიძე„ხელისუფლება გააგრძელებს იმ პოლიტიკას, რომელიც ეფუძნება პასუხისმგებლობას, პრაგმატიზმს და ეროვნული ინტერესების დაცვას. დარწმუნებული ვარ, საზოგადოების ერთიანობა და გააზრებული პოზიცია იქნება ის ძალა, რომელიც ნებისმიერ შეტევებს აზრს დაუკარგავს“
- ზვიად შალამბერიძე„სახელმწიფოებზე გავლენის მოხდენა ხშირად ხდება არა ერთი დიდი დარტყმით, არამედ მრავალი მცირე შეტევის მეშვეობით. მათი მიზანია, საზოგადოებაში ნელ-ნელა დაგროვდეს ეჭვი და გარკვეულ ნაწილს გაუჩნდეს საკუთარი სახელმწიფოსა და ინსტიტუტების მიმართ უნდობლობის განცდა“
- ზვიად შალამბერიძე„ეკლესიაზე შეტევა არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციის მხრიდან, არის ქართველი ხალხის წინააღმდეგ შეტევა – როდესაც მთელმა საქართველომ მიაგო პატივი პატრიარქს, აღმოჩნდა, რომ საზოგადოების გარკვეული, მცირე ნაწილი, იცლიდა, რომ გაეგრძელებინა ქილიკი საპატრიარქოზე და გარდაცვლილ პატრიარქზე“
