ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ თორნიკე ჭეიშვილი„მიზანი იყო დემოკრატიის პრინციპების წინააღმდეგ წასულიყავით, ამას თან სდევდა უსაფუძვლოდ, ხელოვნური გარემოებებით და საბაბით პარლამენტისა და ზოგადად კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმურობის არაღიარება“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი8°C
  • ბათუმი10°C
  • ქუთაისი9°C
  • რუსთავი10°C
  • ზუგდიდი9°C
  • თელავი10°C
  • გორი7°C
  • ახალციხე5°C
  • ოზურგეთი9°C
  • ამბროლაური4°C
  • მესტია2°C
  • ფოთი11°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 25 ნოემბერი
  • USD2.5922−0.0004
  • EUR2.8343−0.0080
  • GBP3.3867−0.0101
  • TRY0.0512−0.0001
  • 100 RUB3.1561+0.0019
  • AZN1.5244+0.0002
  • 1000 AMD7.1906+0.0035
  • 10 UAH0.5714−0.0048
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ23 ᲘᲕᲜᲘᲡᲘ14:24
ზვიად შალამბერიძე

განცხადება · 161 ნახვა

„როდესაც საერთაშორისო დოკუმენტში მოგვიწოდებენ, ხელისუფლებამ გამოიხმოს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოდან, ეს არის მართლმსაჯულების უზენაესობის ფუნდამენტური პრინციპის ნგრევა. საქართველოში ხელშეუხებელი კასტები არ არსებობენ! მართლმსაჯულება არის და იქნება ყველასთვის თანაბარი“

„მსურს პირდაპირ და ყოველგვარი დიპლომატიური პირფერობის გარეშე ვუპასუხო იმ მორიგ პოლიტიკურ აბსურდს, რომელსაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზაფხულის სესიაზე ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ამზადებენ. ანგარიშის პროექტი, რომელსაც საფუძვლად უდებენ ვითომდა „დემოკრატიულ უკუსვლას“, რეალურად არის არა ობიექტური შეფასება, არამედ მიზანმიმართული დარტყმა საქართველოს სახელმწიფოებრივ სუვერენიტეტზე“-განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ზვიად შალამბერიძე აცხადებს, რომ საქართველოში მართლმსაჯულება ყველასთვის თანაბარია და როდესაც ცდილობენ ქართველი ხალხის ლეგიტიმური არჩევანის დისკრედიტაციას, ეს ნიშნავს, რომ მათ აინტერესებთ არა დემოკრატია, არამედ მორჩილი, სხვისი ნების შემსრულებელი ხელისუფლება.

„მოდით, ყველაფერს თავისი სახელები დავარქვათ. როდესაც საერთაშორისო დოკუმენტში პირდაპირ მოგვიწოდებენ, რომ ხელისუფლებამ გამოიხმოს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოდან, ეს არის მართლმსაჯულების უზენაესობის ფუნდამენტური პრინციპის ნგრევა. ვინმეს წარმოუდგენია, რომ საფრანგეთს, გერმანიას ან რომელიმე ევროპულ სახელმწიფოს გარედან ვინმემ უკარნახოს, თუ რა საქმე უნდა განიხილოს მათმა უზენაესმა თუ საკონსტიტუციო სასამართლომ? ეს არის ორმაგი სტანდარტი და პირდაპირი იერიში ჩვენს დამოუკიდებელ ინსტიტუტებზე! კიდევ უფრო საგანგაშოა, როდესაც დოკუმენტში კონკრეტული პოლიტიკური ფიგურები მოხსენიებულნი არიან, როგორც პოლიტიკური დევნის მსხვერპლნი. ამით, ფაქტობრივად, გვეუბნებიან, რომ პოლიტიკური კუთვნილება არის ინდულგენცია, რომელიც ადამიანს კანონზე მაღლა აყენებს. ჩვენ მკაფიოდ ვაცხადებთ: საქართველოში ხელშეუხებელი კასტები არ არსებობენ! მართლმსაჯულება არის და იქნება ყველასთვის თანაბარი, მიუხედავად იმისა, თუ რა გვარი უწერია ადამიანს ან რომელ საერთაშორისო კაბინეტში ეძებს მფარველობას. რაც შეეხება მტკიცებას, რომ ქვეყანაში არ არსებობს თავისუფალი არჩევნების გარემო… ეს არის წინასწარი, ხელოვნური ნიადაგის მომზადება შიდა რადიკალიზმისა და დესტაბილიზაციისთვის. როდესაც წინასწარ ცდილობენ ქართველი ხალხის ლეგიტიმური არჩევანის დისკრედიტაციას, ეს ნიშნავს, რომ მათ აინტერესებთ არა დემოკრატია, არამედ მორჩილი, სხვისი ნების შემსრულებელი ხელისუფლება.“-აღნიშნა შალამბერიძემ.

ზვიად შალამბერიძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ზვიად შალამბერიძე„დიპლომატიური ენა ჩვენს ხელში არ არის უკან დახევის იარაღი. ჩვენ პატივს ვცემთ საერთაშორისო პარტნიორობას, მაგრამ პარტნიორობა ეფუძნება თანასწორობას და არა კარნახს“
  2. ზვიად შალამბერიძე„ხელისუფლება გააგრძელებს იმ პოლიტიკას, რომელიც ეფუძნება პასუხისმგებლობას, პრაგმატიზმს და ეროვნული ინტერესების დაცვას. დარწმუნებული ვარ, საზოგადოების ერთიანობა და გააზრებული პოზიცია იქნება ის ძალა, რომელიც ნებისმიერ შეტევებს აზრს დაუკარგავს“
  3. ზვიად შალამბერიძე„სახელმწიფოებზე გავლენის მოხდენა ხშირად ხდება არა ერთი დიდი დარტყმით, არამედ მრავალი მცირე შეტევის მეშვეობით. მათი მიზანია, საზოგადოებაში ნელ-ნელა დაგროვდეს ეჭვი და გარკვეულ ნაწილს გაუჩნდეს საკუთარი სახელმწიფოსა და ინსტიტუტების მიმართ უნდობლობის განცდა“
  4. ზვიად შალამბერიძე„ეკლესიაზე შეტევა არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციის მხრიდან, არის ქართველი ხალხის წინააღმდეგ შეტევა – როდესაც მთელმა საქართველომ მიაგო პატივი პატრიარქს, აღმოჩნდა, რომ საზოგადოების გარკვეული, მცირე ნაწილი, იცლიდა, რომ გაეგრძელებინა ქილიკი საპატრიარქოზე და გარდაცვლილ პატრიარქზე“