პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: ვიხილეთ USAID-ის, NED-ისა და ევროკავშირის ფონდების მიერ დაფინანსებული კამპანიები, სადაც შეურაცხყოფას აყენებდნენ სამღვდელოებას, ჩვენს უწმინდესს – ეს ძალები ებრძვიან მეუფე შიოს, თუმცა, როგორც არაფერი გამოუვიდათ უწმინდესთან მიმართებით, ისე არაფერი გამოუვათ მეუფე შიოსთან მიმართებით

ახლა ცდილობენ მეუფე შიოს დისკრედიტაციას, თუმცა, როგორც არაფერი გამოუვიდათ ჩვენს უწმინდესთან მიმართებით, ისე არაფერი გამოუვათ მეუფე შიოსთან მიმართებით, – განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა ეკლესიის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიაზე საუბრისას.

მისივე თქმით, იყო USAID-ის, NED-ისა და ევროკავშირის ფონდების მიერ დაფინანსებული კამპანიები, სადაც პირდაპირ შეურაცხყოფას აყენებდნენ საპატრიარქოს, სამღვდელოებასა და უწმინდესს.

„ეს არის ულტრამემარცხენე, ფსევდო ლიბერალიზმის იდეოლოგიის დღის წესრიგი. ბევრი ძალიან ცუდი შემთხვევა ვიხილეთ, როდესაც პირდაპირ კამპანიები იყო USAID-ის, NED-ისა და ევროკავშირის ფონდების მიერ დაფინანსებული, სადაც პირდაპირ შეურაცხყოფას აყენებდნენ საპატრიარქოს, სამღვდელოებას, ჩვენს უწმინდესს. თუმცა, ამ ძალებმა იხილეს, თუ როგორი ერთიანია ერი, როდესაც საქმე ეხება ჩვენს იდენტობას და მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება ჩვენს უწმინდესს. რა თქმა უნდა, ეს ძალები ებრძვიან მეუფე შიოს, რადგან იგი პატრიარქის მიერ იყო დასახელებული და გამორჩეული. შესაბამისად, ახლა ცდილობენ მის დისკრედიტაციას, თუმცა, როგორც არაფერი გამოუვიდათ ჩვენს უწმინდესთან მიმართებაში, ისე არაფერი გამოუვათ მეუფე შიოსთან მიმართებაში“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ევროპარლამენტის მიერ დღეს მიღებული დოკუმენტი ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს – ეს რეზოლუცია სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევისა და პოლიტიკური შანტაჟის ღია გამოვლინებაა

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: აფუსფუსდნენ გარე ძალები პარტიების გაუქმების წინ, იციან რა რომ თუ აღარ ეყოლებათ დასაყრდენი ამ ქვეყანაში, საერთოდ დაკარგავენ საქართველოს და მასზე ზეგავლენას

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: საქართველო ინტენსიურად ახორციელებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას შუა დერეფნის ლოგისტიკურ, ციფრულ და ენერგეტიკულ ჰაბად აქცევს – საქართველოს წვლილი შეაქვს ეუთოს სივრცის მშენებლობაში, ისევე როგორც გლობალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.