პოლიტიკა

„ბიოფარმის“  წარმომადგენელი: ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა დაფინანსებას უკავშირდება, რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია საკუთარი რესურსებით განვახორციელეთ „GMP“ სტანდარტზე გადასასვლელად- ჩვენი წარმოება ორიენტირებულია დაბალ ფასზე, რაც ჩვენი ბიზნესმოდელის მნიშვნელოვანი ნაწილია

ჩვენი სპეციფიკიდან გამომდინარე, კონკურენციას ვუწევთ ისეთ მსხვილ მწარმოებელ ქვეყნებს, როგორიცაა ჩინეთი, რუსეთი, უკრაინა და სხვა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ გვაქვს „GMP“ სერტიფიკატი, მაინც ვინარჩუნებთ საკმაოდ მყარ პოზიციებს ბაზრებზე, – ამის შესახებ, კომპანია „ბიოფარმის“ წარმომადგენელმა, სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც დღეს მედიკამენტების ფასწარმოქმნის სტრუქტურა განიხილება.

„ბიოფარმის“ წარმომადგენლის თქმით, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას დაფინანსება წარმოადგენს. მისივე ინფორმაციით, „GMP“ სტანდარტზე გადასასვლელად უკვე განხორციელებულია რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია საკუთარი რესურსებით. ამასთან, კომპანიის წარმოება დაბალ ფასზეა ორიენტირებული, რაც მისი კონკურენტული სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია.

„ამ ეტაპზე ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა დაფინანსებას უკავშირდება –  რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია უკვე საკუთარი რესურსებით განვახორციელეთ  „GMP“ სტანდარტზე გადასასვლელად. ჩვენი წარმოება ორიენტირებულია დაბალ ფასზე, რაც ჩვენი ბიზნესმოდელის მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩვენი სპეციფიკიდან გამომდინარე, კონკურენციას ვუწევთ ისეთ მსხვილ მწარმოებელ ქვეყნებს, როგორიცაა ჩინეთი, რუსეთი, უკრაინა და სხვა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ გვაქვს „GMP“ სერტიფიკატი, მაინც ვინარჩუნებთ საკმაოდ მყარ პოზიციებს ბაზრებზე. იმედი გვაქვს, სერტიფიკატის მიღების შემდეგ, საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში, შევძლებთ კონკურენციის გაწევას ადგილობრივ ბაზარზე მოქმედი კომპანიების უმეტესობასთან და შევთავაზებთ შესაბამის, კონკურენტულ ფასებს.

რაც შეეხება ფასებს, 2020 წლიდან ჩვენი პროდუქციის ფასები არ გაზრდილა, მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა ნედლეულის და ენერგომატარებლების ღირებულება. საინექციო ხსნარების ძირითადი მწარმოებელი ყოველთვის ჩვენ ვიყავით.

კონკურენტუნარიანობა უკვე გვაქვს იმ იმპორტიორებთან შედარებით, რომელთაც ვეჯიბრებით სხვადასხვა ქვეყნის ბაზარზე. შესაბამისად, ადგილობრივ ბაზარზეც კონკურენტუნარიანები ვიქნებით. ჩვენი მიზანია, დავადგინოთ მაქსიმალურად დაბალი ფასი, რათა წარმოების მოცულობები გავზარდოთ. ერთადერთი ხელისშემშლელი ფაქტორი ამ პროცესში მრავალმილიონიანი ინვესტიციების აუცილებლობაა.

როდესაც საქართველოს ბაზარზე ვოპერირებდით, წლიურად დაახლოებით 2.5 მილიონი დოლარის პროდუქციას ვყიდდით. მოგვიანებით ეს მოცულობა სხვა ბაზრებით ჩავანაცვლეთ. სამწუხაროდ, წარმოების შესაძლებლობები ამ ეტაპზე შეზღუდულია, თუმცა მოდერნიზაციის შემდეგ მოცულობების ზრდა მნიშვნელოვნად გაიზრდება.

ჩვენ ვაწარმოებთ ჯენერიკულ პრეპარატებს. როგორც აღინიშნა, ჯენერიკულ პრეპარატებზე ფასნამატი ძალიან დაბალია, რის გამოც კომპანიის განვითარებისა და მოდერნიზაციის დაფინანსება მხოლოდ საკუთარი რესურსებით უკვე რთულია. შესაბამისად, აუცილებელია კომპანიის დაკრედიტება და ფინანსური ვალდებულებების ოპტიმიზაცია, რადგან მწარმოებელი სხვა შემთხვევაში ვერ შეძლებს განვითარება.“ – განაცხადა „ბიოფარმის“ წარმომადგენელმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ევროპარლამენტის მიერ დღეს მიღებული დოკუმენტი ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს – ეს რეზოლუცია სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევისა და პოლიტიკური შანტაჟის ღია გამოვლინებაა

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: აფუსფუსდნენ გარე ძალები პარტიების გაუქმების წინ, იციან რა რომ თუ აღარ ეყოლებათ დასაყრდენი ამ ქვეყანაში, საერთოდ დაკარგავენ საქართველოს და მასზე ზეგავლენას

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: საქართველო ინტენსიურად ახორციელებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას შუა დერეფნის ლოგისტიკურ, ციფრულ და ენერგეტიკულ ჰაბად აქცევს – საქართველოს წვლილი შეაქვს ეუთოს სივრცის მშენებლობაში, ისევე როგორც გლობალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.