პოლიტიკა

ნინო წილოსანი „ჯი ემ ფარმას“ დირექტორს: რომ არა რეფერენტული ფასები, იყიდიდნენ თუ არა მოქალაქეები ძვირად იმ მედიკამენტებს, რომლებსაც ახლა ნორმალურ ფასად ყიდულობენ. რა ეთიკით მოქმედებთ, როდესაც წამლებზე ფასები აქ ევროპის ქვეყნებთან შედარებითაც კი ძვირია

სანამ სახელმწიფო რეფერენტულ ფასებს არ დააწესებდა, თქვენ მედიკამენტებს ისეთ ფასად ყიდიდით, რომლითაც ადამიანებს არ შეეძლოთ წამალი თავის გადარჩენისთვის ეყიდათ. გადადიოდნენ თურქეთში და იქიდან შემოჰქონდათ წამლები იმიტომ, რომ ადგილზე წარმოუდგენლად დიდი ფასნამატით ყიდიდით წამლებს- ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა „ჯი ემ ფარმას“ დირექტორს, გოჩა გოგილაშვილს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, სადაც ფარმაცევტული კომპანიების მონაწილეობით მედიკამენტების ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა მიმდინარეობს. 

ნინო წილოსანი ფარმაცევტული კომპანიების და სააფთიაქო ქსელების მაღალ მარჟაზე ამახვილებს ყურადღებას, რის გამოც მოქალაქეებს მედიკამენტებში კოლოსალური თანხების გადახდა უწევთ. 

წილოსანი ბიზნესს იმის გამო აკრიტიკებს, რომ  შესაძლოა მათთვის კომპანიის მოგება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მოქალაქეების ჯანმრთელობა. 

„რეფერენტული ფასების შემდგომ, შესაძლებლობის ფარგლებში ჩამოწიეთ თქვენი მარჟა და ასევე წარმატებით გააგრძელეთ საქმიანობა. ჯდება თუ არა ეს ბიზნესის რაიმე ეთიკაში, როდესაც შეგიძლიათ, რომ გქონდეთ ნორმალური მოგება და ამ პირობებში, 60-30 თუ რა პროცენტიც აქვს, ამ პროცენტების ხარჯზე მოქალაქეებს უწევთ, რომ კოლოსალური თანხები გადაიხადონ მედიკამენტებში. 

ჩვენ გვესმის კითხვა, რომ თითქოს ეს კომისია რაღაცნაირად ერევა ბიზნესის საქმიანობაში. რომ არა რეფერენტული ფასები და კონკრეტული ჩარევა სამინისტროს მხრიდან, იყიდიდნენ თუ არა ჩვენი მოქალაქეები გაცილებით ძვირად იმ მედიკამენტებს, რომლებსაც ახლა ძალიან ნორმალურ ფასად ყიდულობენ. რამე არის, რაც გატორმუზებთ იმისგან, რომ მოქალაქეებმა ასეთ კატასტროფულ ფასად არ იყიდონ წამალი, რომელიც არის მათი ჯანმრთელობის და გადარჩენის წინაპირობა. ეს ხომ არ არის ფუფუნების საგანი, ეს არის მისი არსებობისთვის აუცილებელი წინაპირობა. რა ეთიკით და რა სტანდარტებით მოქმედებთ, როდესაც წამლებზე ფასები აქ არის თითქმის დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებითაც კი ძვირი.“- აღნიშნა წილოსანმა.  

წილოსანი, ასევე, ეჭვს გამოთქვამს, ხომ არ არსებობს შესაძლო გარიგება ექიმებსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის. 

„მინდა ამიხსნათ, სად არის პაციენტის გადაზღვევის საშუალებები. ერთი ის, რომ რეფერენტულ ფასებამდე თქვენ იღებდით გაცილებით დიდ მოგებას და ოდნავადაც არ შეჰქმნია არცერთ მწარმოებელს თუ სააფთიაქო ქსელს დისკომფორტი, რომ ამით მომხმარებელს და ჩვენს მოქალაქეებს ვაზიანებდით და მეორე, მე მაინტერესებს, როგორ მუშაობს ეს ქსელი, რომელიც თქვენ გაქვთ შექმნილი. ხართ თუ არა გარიგებული ექიმებთან, ექიმები ნიშნავენ თუ არა სპეციალურად იმ წამლებს, ამისთვის იღებენ თუ არა კონკრეტულ შემოსავლებს, აქვთ თუ არა ბონუსები, თქვენი წარმოებული წამლები რა ფასნამატით მიდის და იყიდება სააფთიაქო ქსელებში“- მიმართა ნინო წილოსანმა „ჯი ემ ფარმას“ დირექტორს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ევროპარლამენტის მიერ დღეს მიღებული დოკუმენტი ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს – ეს რეზოლუცია სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევისა და პოლიტიკური შანტაჟის ღია გამოვლინებაა

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: აფუსფუსდნენ გარე ძალები პარტიების გაუქმების წინ, იციან რა რომ თუ აღარ ეყოლებათ დასაყრდენი ამ ქვეყანაში, საერთოდ დაკარგავენ საქართველოს და მასზე ზეგავლენას

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: საქართველო ინტენსიურად ახორციელებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას შუა დერეფნის ლოგისტიკურ, ციფრულ და ენერგეტიკულ ჰაბად აქცევს – საქართველოს წვლილი შეაქვს ეუთოს სივრცის მშენებლობაში, ისევე როგორც გლობალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.