ხელოვნება და კულტურა

რუსთაველის თეატრის რექტორი გიორგი შალუტაშვილი: არაერთი შემთხვევა იყო, როდესაც სტუდენტები მოდიოდნენ და ბოდიშს იხდიდნენ იმისათვის, რომ სხვებს აზიანებდნენ. რეალობა ის იყო, რომ 25 აქტივისტი 700 სტუდენტს აბულინგებდა 

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შალუტაშვილი  განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა და კულტურის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე თეატრალურ უნივერსიტეტში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. 

მანვე გაიხსენა მანამდე არსებული კრიზისული სიტუაციები, თუ როგორ ცდილობდნენ მცირე ჯგუფები მასაზე ზემოქმედებას.   

„კანონის წინაშე ყველა თანაბარი უნდა ვიყოთ. მით უმეტეს, თეატრს აქვს ძალზედ ხმამაღლა სათქმელი, თავისი ფუნქციიდან გამომდინარე და ქართული თეატრი იყო ის ორგანიზაცია, ის ფენომენი, რომელმაც ეროვნული იდენტობა შემოუნახა სწორედ იმ წლების მანძილზე და გიორგი ერისთავის თეატრიც მაგიტომ შეიქმნა და ქართულ თეატრს სათავეში ედგნენ ილია ჭავჭავაძე და  დიმიტრი ყიფიანი, ორივე მოწამებრივად მოკლული. ამიტომ, რასაკვირველია ამ ტრადიციის შენარჩუნება ვფიქრობ, ძალზედ მნიშვნელოვანია. 

თქვენ იცით, რომ საკმაოდ დიდი ტურბულენტობა და რყევები იყო ჩვენთან, რთულად აისახა, ძალიან დიდი შრომა დაგვჭირდა იმისათვის, რომ ბევრი რამ გასაგები გამხდარიყო ახალგაზრდებისთვის. ახალგაზრდები არიან ყველაზე მოწყვლადი, იოლად დასაზიანებელი ნაწილი, იოლად ასაგდები და ცნობილია ესეც, რომ ყველა რევოლუცია სტუდენტების ხელით ხდებაო, ამბობენ  იმიტომ, რომ ძალზედ ადვილია დააჯერო ახალგაზრდა, რომ ხელის გაწვდენაზეა სამოთხე, ხოლო რაც ხდება, ეს ემოციებიდან გამომდინარე. 

რაც შეეხება უშუალოდ ჩვენს უნივერსიტეტს. ამჟამად შემოქმედებითი და პედაგოგიური საქმიანობა მიდის სრულიად შეუფერხებლად. თითქმის 100 %-იანი დასწრება არის. ადამიანურად გიზიარებთ, რომ ძალიან აქტიურები იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც გამოხატავდნენ, რომ რეალურად იყვნენ ინსინუაციების მსხვერპლები და არაერთი შემთხვევა იყო, როდესაც მოდიოდნენ და ბოდიშს იხდიდნენ იმისათვის, რომ რეალურად სხვებს აზიანებდნენ. რეალობა იყო ეს, რომ 20-25 აქტივისტი ფაქტობრივად აბულინგებდა 600-700 სტუდენტს. ეს ჩანდა, თუმცა დიდი ძალისხმევის ხარჯზე დამშვიდდა. პრობლემა იმაში იყო, რომ ამ ტურბულენტობაში კონკრეტული ძალები პირდაპირ ეუბნებოდნენ, რომ არ დაიწყოთ დიალოგი რექტორთან, არ დაიწყოთ დიალოგი პედაგოგებთან და ისევ ეს თაობა დაზარალდა“- განაცხადა გიორგი შალუტაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: პოლიტიკური ასპარეზის გაწმენდა რადიკალური დაჯგუფებებისგან, რომლებიც სახელმწიფო ინსტიტუტების საბოტაჟსა და გარეგან მართვაზე არიან ორიენტირებულნი, პარტიული სისტემის გაჯანსაღების საშუალებას მოგვცემს

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ვინც ჩათვლის, რომ არ უნდა აიკრძალოს ანტისახელმწიფოებრივი ე.წ პოლიტიკური პარტიები, მან პასუხი უნდა გასცეს კითხვას – რას აკეთებდა მაშინ, როდესაც არაერთხელ დადასტურდა, რომ „ნაცმოძრაობა“, თავისი ფილიალებით დანაშაულებრივი რეჟიმია

პოლიტიკა

დიმიტრი სამხარაძე: განულებული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ ალაშქრებას- “ქართული ოცნების“ არცერთ ერთგულ ჯარისკაცს არ ვუვიწყებთ ბრძოლას, მაგრამ გუნდისთვის ზიანის მომტანებს, მოსყიდულებს მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებენ

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.