პოლიტიკა

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“: ჩერგოლეიშვილის განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათთვის ძალაუფლების წყარო უცხოელი პატრონები არიან და ლეგიტიმაციასაც მათგან ელიან. დარწმუნებულები არიან- მთავარი გადაწყვეტილებები აშშ-ში მიიღება

როგორც ერთ დროს ერთიანი, შემდეგ დაშლილი და ახლა კიდევ ერთხელ გაერთიანებული „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, ისინი მიემგზავრებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში, რათა თავიანთ უცხოელ პატრონებს წარუდგინონ სამოქმედო გეგმა, თუ როგორ უნდა დაიბრუნონ ძალაუფლება და მოვიდნენ ხელისუფლებაში,  –  ამის შესახებ პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ. 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ჩერგოლეიშვილის განცხადება აბსურდულია, ვინაიდან ოპოზიციას საკუთარი აზრიც კი არ გააჩნია და ის უცხოელი პატრონების დავალებებს ბრმად ასრულებს. 

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ ასევე ხაზს უსვამს იმასაც, რომ კიდევ ერთხელ დასტურდება, ოპოზიციისთვის რეალურად, ძალაუფლების წყარო, ქართველი ხალხის ნაცვლად, უცხოელი პატრონები არიან. 

„„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ სახელით გვსურს საზოგადოების ყურადღება გამახვილდეს ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტზე, რაც, ვფიქრობთ, რომ შესაბამისი ანალიზისა და შეფასების გარეშე დარჩა.

როგორც ერთ დროს ერთიანი, შემდეგ დაშლილი და ახლა კიდევ ერთხელ გაერთიანებული „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, ისინი მიემგზავრებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში, რათა თავიანთ უცხოელ პატრონებს წარუდგინონ სამოქმედო გეგმა, თუ როგორ უნდა დაიბრუნონ ძალაუფლება და მოვიდნენ ხელისუფლებაში.

რეალურად, ეს განცხადება რომ აბსურდულია, ყველასთვის ცხადია, რადგან ადგილობრივ რადიკალურ ოპოზიციას, ანუ ახლახან კიდევ ერთხელ გაერთიანებულ „ნაციონალურ მოძრაობას“, არათუ საკუთარი გეგმა, არამედ საკუთარი აზრიც კი არ გააჩნია. ისინი მხოლოდ და მხოლოდ უცხოელი პატრონების დავალებების ბრმად შემსრულებლები და საქართველოში პროცესების რადიკალიზაციის ინსტრუმენტები არიან.

ამავდროულად, ეს განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მათთვის ძალაუფლების წყარო არა ქართველი ხალხი, არამედ უცხოელი პატრონები არიან და ლეგიტიმაციასაც არა საქართველოს მოსახლეობისგან, არამედ სწორედ მათგან ელიან; მით უფრო, რომ დარწმუნებულები არიან — მთავარი გადაწყვეტილებები სწორედ ამერიკის შეერთებულ შტატებში მიიღება,“ – ვკითხულობთ განცხადებაში. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: პოლიტიკური ასპარეზის გაწმენდა რადიკალური დაჯგუფებებისგან, რომლებიც სახელმწიფო ინსტიტუტების საბოტაჟსა და გარეგან მართვაზე არიან ორიენტირებულნი, პარტიული სისტემის გაჯანსაღების საშუალებას მოგვცემს

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ვინც ჩათვლის, რომ არ უნდა აიკრძალოს ანტისახელმწიფოებრივი ე.წ პოლიტიკური პარტიები, მან პასუხი უნდა გასცეს კითხვას – რას აკეთებდა მაშინ, როდესაც არაერთხელ დადასტურდა, რომ „ნაცმოძრაობა“, თავისი ფილიალებით დანაშაულებრივი რეჟიმია

პოლიტიკა

დიმიტრი სამხარაძე: განულებული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ ალაშქრებას- “ქართული ოცნების“ არცერთ ერთგულ ჯარისკაცს არ ვუვიწყებთ ბრძოლას, მაგრამ გუნდისთვის ზიანის მომტანებს, მოსყიდულებს მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებენ

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.