პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორის განცხადებაზე: როდესაც ის საქართველოში ჩამოსვლამდე უკვე „წერს“ შედეგებს, ეს ნიშნავს, რომ მათთვის ქართული რეალობა და ობიექტური მოცემულობა არაფერს ნიშნავს

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე სოციალური ქსელით ეხმაურება „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორის ინტერვიუს, რომელშიც ამბობს, რომ ანგარიშის წერა ჯერ კიდევ საქართველოში ჩამოსვლამდე დაიწყო.

ქადაგიძე წერს, რომ ევრობიუროკრატიული მანქანა ასე მუშაობს – ჯერ განაჩენი იწერება, ხოლო შემდგომ ხდება ფაქტების მასზე მორგება. დეპუტატმა ხაზი გაუსვა, რომ მათთვის დოკუმენტი წინასწარ განსაზღვრულ პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება:

„მათთვის მთავარია დოკუმენტი, რომელიც წინასწარ განსაზღვრულ პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება. თუ ყველაფერი წინასწარ იცოდა, ბრიუსელიდანვე გამოეგზავნა ეს „შედევრი“, ტყუილად რატომ ხარჯავდა მივლინების თანხებს?“ – წერს ზურაბ ქადაგიძე. ის ხაზს უსვამს იმასაც, რომ ანგარიშის ავტორის განცხადება ცხადყოფს, რომ ევრობიუროკრატებისთვის ქართული რეალობა და ობიექტური მოცემულობა არაფერს ნიშნავს. „ეს არის საერთაშორისო ინსტიტუტების დეგრადაციის მწვერვალი. ასე მუშაობს ევრობიუროკრატიული მანქანა – ჯერ იწერება განაჩენი, ხოლო შემდეგ ხდება ფაქტების ამ განაჩენზე მორგება. როდესაც ანგარიშის ავტორი საქართველოში ჩამოსვლამდე უკვე „წერს“ შედეგებს, ეს ნიშნავს, რომ მათთვის ქართული რეალობა, ხალხის ნება და ობიექტური მოცემულობა არაფერს ნიშნავს. მათთვის მთავარია დოკუმენტი, რომელიც წინასწარ განსაზღვრულ პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება. თუ ყველაფერი წინასწარ იცოდა, ბრიუსელიდანვე გამოეგზავნა ეს „შედევრი“, ტყუილად რატომ ხარჯავდა მივლინების თანხებს?“ – წერს ზურაბ ქადაგიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: პოლიტიკური ასპარეზის გაწმენდა რადიკალური დაჯგუფებებისგან, რომლებიც სახელმწიფო ინსტიტუტების საბოტაჟსა და გარეგან მართვაზე არიან ორიენტირებულნი, პარტიული სისტემის გაჯანსაღების საშუალებას მოგვცემს

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ვინც ჩათვლის, რომ არ უნდა აიკრძალოს ანტისახელმწიფოებრივი ე.წ პოლიტიკური პარტიები, მან პასუხი უნდა გასცეს კითხვას – რას აკეთებდა მაშინ, როდესაც არაერთხელ დადასტურდა, რომ „ნაცმოძრაობა“, თავისი ფილიალებით დანაშაულებრივი რეჟიმია

პოლიტიკა

დიმიტრი სამხარაძე: განულებული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ ალაშქრებას- “ქართული ოცნების“ არცერთ ერთგულ ჯარისკაცს არ ვუვიწყებთ ბრძოლას, მაგრამ გუნდისთვის ზიანის მომტანებს, მოსყიდულებს მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებენ

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.