უცხოური მედია

დონალდ ტრამპი – თანახმა ვარ, ორი კვირით შევაჩერო ირანის დაბომბვა

თანახმა ვარ, ორი კვირის ვადით შევაჩერო ირანის დაბომბვა, ეს იქნება ორმხრივი ცეცხლის შეწყვეტა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

როგორც ტრამპმა აღნიშნა, ირანზე თავდასხმის შეჩერების ერთ-ერთი პირობაა, რომ ირანის ჰორმუზის სრუტის სრულ გახსნას დათანხმდება.

„პაკისტანის პრემიერ-მინისტრთან, შეჰბაზ შარიფთან და ფელდმარშალ ასიმ მუნირთან საუბრის საფუძველზე, რომელთაც მთხოვეს, შემეჩერებინა ირანის წინააღმდეგ ღამით დაგეგმილი დამანგრეველი ძალის გამოყენება და იმ პირობით, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა დათანხმდება ჰორმუზის სრუტის სრულ, დაუყოვნებლივ და უსაფრთხო გახსნას, თანახმა ვარ, ორი კვირის ვადით შევაჩერო ირანის დაბომბვა და მასზე თავდასხმა. ეს იქნება ცეცხლის ორმხრივი შეწყვეტა. ამის მიზეზია ის, რომ ჩვენ უკვე მივაღწიეთ და გადავაჭარბეთ ყველა სამხედრო მიზანს და ძალიან ახლოს ვართ ირანთან გრძელვადიანი მშვიდობისა და ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის შესახებ საბოლოო შეთანხმებასთან“, – წერს ტრამპი.

მისივე თქმით, აშშ-მა ირანისგან 10-პუნქტიანი წინადადება მიიღო და ეს არის მოლაპარაკებებისთვის საფუძველი.

„ჩვენ მივიღეთ ირანისგან 10-პუნქტიანი წინადადება და გვჯერა, ეს არის მოლაპარაკებებისთვის გამოსადეგი საფუძველი. წარსულის თითქმის ყველა ძირითადი სადავო საკითხი უკვე შეთანხმებულია შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის, ხოლო ორკვირიანი პერიოდი საშუალებას მოგვცემს, შეთანხმება საბოლოოდ გაფორმდეს და დასრულდეს. როგორ პრეზიდენტის, ასევე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების წარმომადგენლის სახელით, ჩემთვის პატივია, რომ ეს გრძელვადიანი პრობლემა გადაჭრასთან ახლოს არის“, – წერს ტრამპი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: პოლიტიკური ასპარეზის გაწმენდა რადიკალური დაჯგუფებებისგან, რომლებიც სახელმწიფო ინსტიტუტების საბოტაჟსა და გარეგან მართვაზე არიან ორიენტირებულნი, პარტიული სისტემის გაჯანსაღების საშუალებას მოგვცემს

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ვინც ჩათვლის, რომ არ უნდა აიკრძალოს ანტისახელმწიფოებრივი ე.წ პოლიტიკური პარტიები, მან პასუხი უნდა გასცეს კითხვას – რას აკეთებდა მაშინ, როდესაც არაერთხელ დადასტურდა, რომ „ნაცმოძრაობა“, თავისი ფილიალებით დანაშაულებრივი რეჟიმია

პოლიტიკა

დიმიტრი სამხარაძე: განულებული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ ალაშქრებას- “ქართული ოცნების“ არცერთ ერთგულ ჯარისკაცს არ ვუვიწყებთ ბრძოლას, მაგრამ გუნდისთვის ზიანის მომტანებს, მოსყიდულებს მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებენ

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.