პოლიტიკა

ზაზა შათირიშვილი: აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა,აშშ-მა ნატო დატოვოს. მაშ რამიზანი აქვს ტრამპის რიტორიკას ნატოს წინააღმდეგ? – მთელი ეს სპექტაკლი, სწორედ ვიქტორ ორბანის პოლიტიკური გუნდის დანგრევას და არჩევნებში მის გარდაუვალ მარცხს უკავშირდება

ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი უნგრეთში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს აქვეყნებს. 

ის ბლეფს უწოდებს დონალდ ტრამპის მუქარას აშშ-ის მიერ ნატოს შესაძლო დატოვებაზე და მიიჩნევს, რომ მთელი სპექტაკლი  ვიქტორ ორბანის პოლიტიკური გუნდის დანგრევას და არჩევნებში მის გარდაუვალ მარცხს უკავშირდება. 

„რაც შეეხება ოლიგარქიული ოჯახების ასევე მთავარ საყრდენს, სამხედრო ძალას, იგივე „ნატოს“, ის არათუ დაიშლება, არამედ როგორც იცით, რამდენიმე თვის წინ, სწორედ ტრამპის ხელით ალიანსის წევრ ქვეყნებს ხარჯები კიდევ უფრო გააზრდევინეს და საბოლოოდ კიდევ უფრო მეტი ფინანსური ნაკადი მიმართეს ძალის გაძლიერებაში. ამ ფონზე, ცხადია აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს. როგორც ადამიანი საკუთარ თავს, საკუთარ სხეულს ვერ დატოვებს, ისევე ვერ დატოვებს აშშ ნატოს, რადგან ეს ერთი და იგივეა, ერთი ძალის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანოებია. 

მაშ რა ხდება, რა მიზანი აქვს ტრამპის რიტორიკას ნატოს წინააღმდეგ? შეკითხვა სავსებით ლეგიტიმურია და სიმართლე გითხრათ, მეც არაერთი ამოუხსნელი ფორმულა მქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით, სანამ „დიპ სტეიტის“ ეს ძალიან ჭკვიანური, ამავე დროს მზაკვრული სტრატეგიული სვლა ტრამპის ანტიევროპულ ისტერიას არ დავუკავშირე. აი აქ კი, ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. გადაჭრით შემიძლია ვთქვა, რომ მთელი ეს სპექტაკლი, რომლის გათამაშებაც ოლიგარქიულმა ოჯახებმა ჯერ კიდევ 1 წლის წინ დაიწყეს – სწორედ ვიქტორ ორბანის პოლიტიკური გუნდის დანგრევას და არჩევნებში მის გარდაუვალ მარცხს უკავშირდება“- წერია შათირიშვილის წერილში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: პარტიები როდესაც გადიან კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, მათი საქმიანობის შეზღუდვა არის ლეგიტიმური და პირდაპირ შეესაბამება როგორც სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტებს, ისე შიდა კანონმდებლობას

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: პოლიტიკური ასპარეზის გაწმენდა რადიკალური დაჯგუფებებისგან, რომლებიც სახელმწიფო ინსტიტუტების საბოტაჟსა და გარეგან მართვაზე არიან ორიენტირებულნი, პარტიული სისტემის გაჯანსაღების საშუალებას მოგვცემს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.