პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი სოფო ხორგუანს: ის ადამიანები, რომლებიც მიზანმიმართულად, თან ჯგუფურად, ძალადობდნენ როგორც საზოგადოებაზე, ასევე სამართალდამცველებზე, არც პროტესტანტები არიან და არც ჰუგენოტები- ისინი არიან პოლიტიკური ექსტრემისტები

ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „გახარია-საქართველოსთვის“ წევრს, სოფო ხორგუანს შენიშვნით მიმართა. იონათამიშვილის რეპლიკა ხორგუანის ტერმინ- პროტესტანტს მოჰყვა. როგორც იონათამიშვილმა მიუგო, ის ადამიანები, რომლებიც მიზანმიმართულად და ჯგუფურად ძალადობდნენ, ისინი არა პროტესტანტები, არამედ პოლიტიკური ექსტრემისტები არიან.

„თქვენ რამდენჯერმე იხმარეთ ტერმინი – პროტესტანტები. პირველ რიგში, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ იმიტომ, რომ ის ადამიანები, რომლებიც მიზანმიმართულად და თან ჯგუფურად ძალადობდნენ როგორც საზოგადოებაზე, ასევე სამართალდამცველებზე, ისინი რა თქმა უნდა, სინამდვილეში არც პროტესტანტები არიან და ჰუგენოტები. მათ ძალიან კონკრეტული სახელი ჰქვიათ- ისინი არიან პოლიტიკური ექსტრემისტები. და ასეთ ჯგუფებს ამერიკაში კონკრეტული სახელი დაარქვეს – შიდა ტერორისტები. ამიტომ, უნდა ვიხმაროთ არა პროტესტანტები და მით უმეტეს, ჰუგენოტები, არამედ უნდა ვიხმაროთ ან პოლიტიკური ექსტრემისტები ან შიდა ტერორისტები. ეს უფრო სწორი დეფინიცია იქნება“- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: პარტიები როდესაც გადიან კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, მათი საქმიანობის შეზღუდვა არის ლეგიტიმური და პირდაპირ შეესაბამება როგორც სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტებს, ისე შიდა კანონმდებლობას

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: პოლიტიკური ასპარეზის გაწმენდა რადიკალური დაჯგუფებებისგან, რომლებიც სახელმწიფო ინსტიტუტების საბოტაჟსა და გარეგან მართვაზე არიან ორიენტირებულნი, პარტიული სისტემის გაჯანსაღების საშუალებას მოგვცემს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.