Uncategorized

დავით ქართველიშვილი: საქართველოში “რუსოფობია” უნდა იქნას შეტანილი ფსიქიატრიული გადახრების ნუსხაში და სანამ ეს ავადმყოფები ჩვენს გარშემო იმყოფებიან, უნდა შევიდეთ მათ მდგომარეობაში მაქსიმალური ჰუმანურობით

9 აპრილის გმირების მემორიალთან დღეს განვითარებულ მოვლენებს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ საქართველოში “რუსოფობია” უნდა იქნას შეტანილი ფსიქიატრიული გადახრების ნუსხაში, ისევე როგორც აგორაფობია, სოციოფობია თუ კლაუსტროფობია.

„საქართველოში “რუსოფობია” უნდა იქნას შეტანილი ფსიქიატრიული გადახრების ნუსხაში, ისევე როგორც აგორაფობია, სოციოფობია თუ კლაუსტროფობია. ისევე, როგორც ამ ფსიქიატრიულ გადახრებს, მას უნდა კურნავდნენ სტაციონალურ პირობებში: მედიკამენტოზურად და პალატაში რუსული ფილმების სავალდებულო ჩვენებით. შუალედებში შეიძლება, ცივი წლის აბაზანების გამოყენება. ჯერჯერობით კი, სანამ ეს ავადმყოფები ჩვენს გარშემო იმყოფებიან, უნდა შევიდეთ მათ მდგომარეობაში მაქსიმალური ჰუმანურობით. დარწმუნებული ვარ, ჩემს დანახვაზეც – ფსიქიკურად არამდგრადი რუსოფობი, შეპყრობილივით დაიწყებს ყვირილს “რუსო! რუსო!”. სასწრაფო დახმარების გამოძახებამდე, არ უნდა გავაღიზიანოთ. მე მაგალითად ასეთ შემთხვევაში ვაპირებ მათთან კომუნიკაციის დროს, მხოლოდ რუსულ ენაზე გადავიდე. ვინაიდან მათთან ქართულ ენაზე “თავის მართლებას” აზრი არა აქვს, ხოლო რუსულის აზრზე არ არიან – 112-ის ეკიპაჟის მოსვლამდე საკუთარი მონოლოგებით დავტკბები მაინც,“ – წერს დავით ქართველიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: როდესაც ამერიკას რუსული ნავთობი სჭირდება, ამას ეროვნული ინტერესი და სახელმწიფოებრივი პრაგმატიზმი ჰქვია, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, რუსული ნავთობის გადამუშავებას, ბრიუსელიდან სანქციები მოჰყვება

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: მეტი რა უნდა მოხდეს, თავი დავანებოთ სანქციებზე მიერთებას და მსგავს სიგიჟეებს- მაშინ, როდესაც ევრობიუროკრატია გამადიდებელი შუშით ზის ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, სადმე 1 ლიტრი რუსული ნედლეული არ გაიპაროსო, აშშ-ის პრეზიდენტი იმით ამაყობს, რომ რუსეთი გლობალურ ბაზრებს მილიონობით ტონა დიზელს მიაწვდის

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: საფრანგეთში აქციები მიმდინარეობს, სადაც პოლიციელების მხრიდან ძალადობის არნახულ მასშტაბებს ვხედავთ – ერთი კომენტარიც არ გაუკეთებიათ იმ ევრობიუროკრატებს, რომლებიც ჩვენთან პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობას მშვიდობიან აქციას უწოდებენ

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.