უცხოური მედია

ხმათა 96.37 პროცენტის დათვლის შემდეგ ოპოზიციური პარტია „ტისა“ უნგრეთის პარლამენტში 138 მანდატს აგროვებს, რაც ნიშნავს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს

უნგრეთის ეროვნული საარჩევნო ოფისის ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნების წინასწარი მონაცემებით, ოპოზიციური პარტია „ტისა“ უნგრეთის 199-ადგილიან პარლამენტში 138 მანდატს მიიღებს. ამ დროისთვის უკვე დათვლილია ხმათა 96.37 პროცენტი.

წინასწარი შედეგებით, პიტერ მაგიარის პარტია ორ მესამედზე მეტს გააკონტროლებს და პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით შევა. ასეთ შემთხვევაში „ტისას“ უნგრეთის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის უფლებამოსილება ექნება.

რაც შეეხება უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესს“, ის პარლამენტში 55 ადგილს მოიპოვებს.

ამ დროის მონაცემებით, პარლამენტში ექვს მანდატს მიიღებს პარტია „ჩვენი ქვეყანა“, ხოლო სხვა პარტიებმა საარჩევნო ბარიერის გადალახვა ვერ მოახერხეს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: პარტიები როდესაც გადიან კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, მათი საქმიანობის შეზღუდვა არის ლეგიტიმური და პირდაპირ შეესაბამება როგორც სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტებს, ისე შიდა კანონმდებლობას

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: პოლიტიკური ასპარეზის გაწმენდა რადიკალური დაჯგუფებებისგან, რომლებიც სახელმწიფო ინსტიტუტების საბოტაჟსა და გარეგან მართვაზე არიან ორიენტირებულნი, პარტიული სისტემის გაჯანსაღების საშუალებას მოგვცემს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.