პოლიტიკა

ნიკა გვარამია- “პოლიტიკურად კოჭლი” რომ მეწეროს, ან “პოლიტიკური სიყრუე”, ან “პოლიტიკური შიზოფრენია”, მაშინ?

ვეხმაურები ტელეკომპანია იმედის ამორალურ პროვოკაციას, ჩემს მიერ ერთერთ პოსტში მოხსენიებულ ტერმინ “პოლიტიკურ აუტიზმთან” დაკავშირებით,-წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ის, რომ აუტიზმი დიაგნოზია, არანაირად არ განაპირობებს რეალური ადამიანების შეურაცხყოფას.

„ცხადია, არავითარ კავშირში აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების სტიგმატიზებასთან ამ შემთხვევას არ აქვს. ამიტომაცაა მიწერილი ზედსართავი “პოლიტიკური” და თავად ტერმინი ჩასმულია ბრჭყალებში. ის, რომ აუტიზმი დიაგნოზია, არანაირად არ განაპირობებს რეალური ადამიანების შეურაცხყოფას. “პოლიტიკურად კოჭლი” რომ მეწეროს, ან “პოლიტიკური სიყრუე”, ან “პოლიტიკური შიზოფრენია”, მაშინ? თუ სიყრუე, სიბრმავე და შიზოფრენია დიაგნოზი არაა?

სტერილური “პოლიტკორექტულობაა” სწორედ ის უკიდურესობა, რომელიც ბუნებრივად და კანონზომიერად შობს საწინააღმდეგო უკიდურესობას ფაშისტური მემარჯვენეობის სახით.

p. s. რაკიღა ცალკეულმა ადამიანებმა აღიქვეს ეს გამოთქმა პრობლემად, დავას არ ვაპირებ, უბრალოდ წავშლი პოსტის იმ ნაწილს“,-წერს ნიკა გვარამია.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: პარტიები როდესაც გადიან კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, მათი საქმიანობის შეზღუდვა არის ლეგიტიმური და პირდაპირ შეესაბამება როგორც სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტებს, ისე შიდა კანონმდებლობას

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: პოლიტიკური ასპარეზის გაწმენდა რადიკალური დაჯგუფებებისგან, რომლებიც სახელმწიფო ინსტიტუტების საბოტაჟსა და გარეგან მართვაზე არიან ორიენტირებულნი, პარტიული სისტემის გაჯანსაღების საშუალებას მოგვცემს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.