პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: აუტიზმის გამოყენება შეურაცხმყოფელ კონტექსტში არის დისკრიმინაცია შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით და აძლიერებს სტიგმას. გვარამიას მხრიდან ეს არ არის პირველი თავდასხმა შშმ პირთა მიმართ, მან სიძულვილის ენა ტრადიციად აქცია

x

როდესაც “ევროპელობას” იჩემებენ საბჭოთა მენტალიტეტის მემკვიდრეები, ეს არის “პოლიტიკური ფარისევლობა” და ყველას, ვინც შეურაცხყოფას აყენებს შშმ პირებს, მოუწევს პოლიტიკური ფასის გადახდა, – ასე ეხმიანება ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას მიერ აუტიზმის შეურაცხმყოფელ კონტექსტში გამოყენებას.

იონათამიშვილის განცხადებით, ნიკა გვარამიას მხრიდან მსგავსი შეურაცხმყოფელი განცხადება შშმ პირთა მიმართ პირველი არ არის და მან ეს უკვე ტრადიციად აქცია.

„როდესაც “ევროპელობას” იჩემებენ საბჭოთა მენტალიტეტის მემკვიდრეები, ეს არის “პოლიტიკური ფარისევლობა” და ყველას, ვინც შეურაცხყოფას აყენებს შშმ პირებს, მოუწევს პოლიტიკური ფასის გადახდა, აუტიზმის გამოყენება შეურაცხმყოფელ კონტექსტში არის დისკრიმინაცია შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით და აძლიერებს სტიგმას. გვარამიას მხრიდან ეს არ არის პირველი თავდასხმა შშმ პირთა მიმართ, მან სიძულვილის ენა ტრადიციად აქცია, ამიტომ ყოველ ჯერზე გავახსენებთ, რომ მათ დროს ერთი ქუჩის, ერთი საჯარო სკოლის ადაპტირებაც არ მომხდარა, აუტიზმის პროგრამა საერთოდ არ არსებობდა, ადაპტირებული საჯარო ტრანსპორტის რაოდენობა იყო – 0, ინკლუზიური განათლების სახელმწიფო ბიუჯეტი – 0 ლარი, ჩვენი პარაოლიმპიელების დაფინანსება წელიწადში საშუალოდ 10,000 ლარი და ა.შ.“- წერს რატი იონათამიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: პარტიები როდესაც გადიან კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, მათი საქმიანობის შეზღუდვა არის ლეგიტიმური და პირდაპირ შეესაბამება როგორც სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტებს, ისე შიდა კანონმდებლობას

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: პოლიტიკური ასპარეზის გაწმენდა რადიკალური დაჯგუფებებისგან, რომლებიც სახელმწიფო ინსტიტუტების საბოტაჟსა და გარეგან მართვაზე არიან ორიენტირებულნი, პარტიული სისტემის გაჯანსაღების საშუალებას მოგვცემს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.