პოლიტიკა

საქართველო ხანგძლივი დემოკრატიზაციით ევროპის და ატლანტიკური სივრცის საუკეთესო ხუთეულშია, კეთილდღეობის 12 წლიანი პროგრესით კი მსოფლიოში პირველ ადგილზეა 

„ატლანტიკურმა საბჭომ“ თავისუფლების და კეთილდღეობის ინდექსების საფუძველზე 2026 წლის ატლასი გამოქვეყნა. თავისუფლების ინდექსით საქართველოს ზომიერი თავისუფლების, ხოლო კეთილდღეობის ინდექსით ზომიერი კეთილდღეობის მქონე ქვეყნის სტატუსი კვლავინდებურად გაიმყარა. 

კეთილდღეობის ინდექსის 12 წლიანი გაუმჯობესებით (2013-2024) საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა, ამასთან საქართველოს კეთილდღეობის ინდექსში ისტორიული მაქსიმუმი დაუფიქსირდა _ შეფასების 100%-ანი სისტემით 75,5%. 

გარდა კეთილდღეობისა, ორგანიზაციამ შეაჯამადემოკრატიზაციის კუთხით განცდილი გრძელვადიანი, კერძოდ 2012 წლის შემდგომიცვლილებები მსოფლიოს მასშტაბით. 2012 წლის შემდეგ განცდილი დემოკრატიზაციითსაქართველო ევროპის საუკეთესო ხუთეულშია.ატლანტიკური საბჭოს შეფასებით ნატოს და ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს შორის2012 წლის შემდეგ დემოკრატიული პროგრესი მხოლოდ 8 ქვეყანამ განიცადა, მათ შორის საქართველომ. ეს ქვეყნებია: მონტენეგრო,ჩრდილოეთ მაკედონია, მალტა, საქართველო, ლატვია, ჩეხეთი, ირლანდია და ესტონეთი.

გარდა ამისა საქართველო „ძლიერი პოლიტიკური თავისუფლების მქონე მუდმივი დემოკრატიის“ კატეგორიაშიც მოხვდა. ორგანიზაციის შეფასებით დემოკრატიულად ითვლება ისეთი ქვეყნები რომელთა, პოლიტიკური სუბინდექსის, ანუ პოლიტიკური თავისუფლების შეფასება 100%-იანი სისტემით 50%-ს აჭარბებს, ხოლო ავტოკრატიულად ფასდება ის სახელმწიფოები, რომელთა შეფასებაც 50%-ზე დაბალია. ქვეყნები რომლებიც ხანგძლივადიან პერიოდში უწყვეტად ინარჩუნებენ პოლიტიკური სუბინდექსში 50%-ზე მაღალ შეფასებას, მუდმივ დემოკრატიებად სახელდებიან. ამასთან, გამოცემის თანახმად,  ძლიერი პოლიტიკური თავისუფლების მქონე ქვეყნებად მიიჩნევა ის სახელმწიფოები და ტერიტორიები, სადაც პოლიტიკური თავისუფლების ინდექსი 75%-ზე მაღალია.

საქართველოს მიმდინარე შეფასება პოლიტიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით 75.1%-ს შეადგენს, რაც მას ძლიერი პოლიტიკური თავისუფლების მქონე მუდმივი დემოკრატიის სტატუსს ანიჭებს. ფაქტს ამყარებს ის გარემოებაც, რომ საქართველოს პოლიტიკური თავისუფლების ინდექსში 75%-ზე მაღალი შეფასება მხოლოდ 2013წლიდან მოყოლებული უწყვეტად აქვს. 2013წლამდე პერიოდში ამ შესაძლებლობას საქართველო მუდმივად მოკლებული იყო. 

ატლანტიკური საბჭოს თანახმად, საქართველოს საზოგადოება  მსოფლიოს მოსახლეობის იმ 9%-ში მოხვდა, რომელმაც  2012 წლის შემდეგ წინსვლა განიცადა ქვეყანაში დემოკრატიზაციის დაპოლიტიკური თავისუფლების გაუმჯობესების თვალსაზრისით.  პოლიტიკური თავისუფლების კატეგორიაში საქართველომ ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო ისეთ წამყვან კრიტერიუმში, როგორიცაა „არჩევნები“, სადაც შეფასების 100%-იანი სისტემით საქართველომ 82.4%-ი დაიმსახურა, შემდეგ მოდის „სამოქალაქო თავისუფლებები“ – 81.8%. 

ორგანიზაცია თავისუფლების ინდექსს აფასებს ისეთი კრიტერიუმებით, როგორიცაა: სამართლიანი არჩევნები, სამოქალაქო თავისუფლებები, პოლიტიკური უფლებები, კანონის სიცხადე, სასამართლოს დამოუკიდებლობა და ეფექტიანობა, ჯანსაღი ბიუროკრატია და კორუფციისგან თავისუფლება, საზოგადოებრივი უსაფრთხოება, საკუთრების უფლება და ა.შ. კრიტერიუმები ჯგუფურად თავს იყრის და ნაწილდება  სამ აგრეგატულ ინდექსში:ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი, პოლიტიკური თავისუფლების ინდექსი და ლეგალური თავისუფლების ინდექსი.

რაც შეეხება კეთილღეობის ინდექსს, მისიშეფასება ეფუძნება 6 საყრდენს: 1. შემოსავლების დონე 2. გარემოსდაცვა. 3. უმცირესობების უფლებების დაცულობა; 4. საზოგადოებრივი ჯანმრთელობა; 5. განათლება; 6. თანასწორობა

კეთილდღეობის ინდექსის რეიტინგი მსოფლიოს 164 ქვეყანას და ტერიტორიას ყოფს  4 კატეგორიად: მაღალი კეთილდღეობა; ზომიერი კეთილდღეობა; კეთილდღეობის დაბალი დონე და  კეთილდღეობის უდაბლესი დონე. საქართველომ ინდექსის მიხედვით „ზომიერი კეთილდღეობის“სტატუსი მიიღო, და მსოფლიოში 47-ე ადგილზე გავიდა. ორგანიზაციის განმარტებით „მაღალი კეთილდღეობის“ სტატუსი ეძლევა ქვეყნას, რომელიც კეთილდღეობის რეიტინგში პირველიდან 41-ე პოზიციამდე დაიკავებს სარეიტინგო ადგილს. საქართველო წელს 47-ეადგილზეა და მხოლოდ 6 ადგილით დაწინაურება ჭირდება „მაღალი კეთილდღეობის“ სტატუსის მოსაპოვებლად. წელს საქართველოკეთილდღეობის რეიტინგში უსწრებს ყველა მეზობელ სახელმწიფოს, ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას და ევროკავშირის და ნატოს წევრ5 სახელმწიფოს: ბულგარეთს, თურქეთს, ალბანეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას და მონტენეგროს.

თავისუფლების და კეთილდღეობის ინდექსებს„ატლანტიკური საბჭოს“ თავისუფლების და კეთილდღეობის ცენტრი აწარმოებს და ძირითადად ეფუძნება მსოფლიო ბანკის გლობალური მმართველობის ინდიკატორების,  გაეროს, ამერიკული ორგანიზაცია ჰერითიჯ ფაუნდეიშენის და ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ დეტალურ საერთაშორისო კვლევებს, მეცნიერულ ექსპერტიზას და აგრეგირებულ ინდექსებს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა