Uncategorized

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებას.

კანონპროექტით ცვლილება შედის კანონის მე-2 მუხლის 14 პუნქტში, რომლის თანახმად, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების მიერ გაცემული სახსრები არ იქნება მიჩნეული გრანტად, თუ ისინი ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც გამომდინარეობს უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან და უშუალოდ უკავშირდება შესაბამისი წარმომადგენლობის საკუთარ საქმიანობას.

საკომიტეტო განხილვის დროს, კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს კანონის 51 მუხლის მე-3 პუნქტში ცვლილების შეტანას, რომლის თანახმად, უცხოური გრანტის გამცემის მიერ გრანტის გაცემის წესი არ გავრცელდება როგორც „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული ორგანიზაციისათვის, ასევე ამავე ორგანიზაციის მიერ გაცემულ გრანტებზე.

როგორც მომხსენებელმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა, კიდევ ერთი დაზუსტების შედეგად, აღნიშნული წესი ასევე არ გავრცელდება საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტის მიერ გაცემულ გრანტებზე.

„ამ შემთხვევაში იგულისხმება, მაგალითად, მსოფლიო ბანკის მიერ გაცემული გრანტი, რომელიც, როგორც წესი, ყოველთვის სასესხო ხელშეკრულების თანმდევი გრანტია. შესაბამისად, კანონით იქნება გათვალისწინებული, რომ აღნიშნულ გრანტებს საქართველოს მთავრობასთან შეთანხმება არ დასჭირდება“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

კანონის მოქმედი რედაქციით, უცხოური გრანტის გამცემის მიერ გრანტის გაცემის წესი არ ვრცელდება: საერთაშორისო სპორტული ასოციაციის, ფედერაციისა და კომიტეტის მიერ გაცემულ გრანტებზე, საქართველოს ფარგლების გარეთ ზოგადი განათლებისა და უმაღლესი განათლების მიღებისა და სამეცნიერო მუშაობისთვის გაცემულ ინდივიდუალურ ფინანსურ დახმარებაზე, აგრეთვე ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის „ჰორიზონტი ევროპა“ („Horizon Europe“), ევროკავშირის პროგრამის „ერაზმუს+“ („Erasmus+“) ფარგლებში, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მიერ და საქართველოსა და ევროკავშირს შორის პროგრამის „შემოქმედებითი ევროპა“ („Creative Europe“) ფარგლებში გაცემულ გრანტებზე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა