პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: მრჩება შთაბეჭდილება, რომ რადიკალური ოპოზიცია ჩვენს ქვეყანაში ყურებდახუჭული ცხოვრობს

„დღეს ევროპული ინტეგრაცია თუ შეფერხებულია, მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირის მხრიდან იმ მიზეზით, რომ ისინი თავად არ იცავენ იმ ფასეულობებს და ღირებულებებს, რაც ასე სანატრელი და სანუკვარია ქართველი ერისათვის,“ – განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ინტერპელაციის წესით იყო მიწვეული.

სეფაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ღირებულებითი კრიზისი ევროკავშირში დაიძლევა დამასთან ურთიერთპატივისცემით, ურთიერთსარგებლიანი ურთიერთობებით გააგრძელებს საქართველო თანამშრომლობას, როგორც პოლიტიკური და ეკონომიკური კუთხით, ასევე ხალხთა შორის ურთიერთობებით.

„მოგესალმებით. ქალბატონო მინისტრო დიდი მადლობა წარმოდგენილი ინფორმაციისთვის, თუმცა ახალი აქ არაფერი თქმულა და ეს ყველაფერი ჩვენ დიდი ხანია ვიცით. მრჩება შთაბეჭდილება, რომ რადიკალური ოპოზიცია ჩვენს ქვეყანაში ყურებდახუჭული ცხოვრობს. ევროპული ინტეგრაცია რომ საქართველოს ცივილური არჩევანია, ამას ბევრი მტკიცება არ სჭირდება. ეს საუკუნეების წინ გადაწყვიტა საქართველომ და განუხრელად მიყვება ამ გზას, სწორედ იმ ღირებულებების და ფასეულობებისა დაცვით, რომელთა შექმნაში და განვითარებაში ჩვენი ქვეყნის და ქართველი ხალხს წვლილი უდიდესია და რომელთა დასაცავად ქართველებს საუკუნეების მანძილზე ძალიან ბევრი სისხლი დაუღვრიათ. დღეს ევროპული ინტეგრაცია თუ შეფერხებულია, მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირის მხრიდან იმ მიზეზით, რომ ისინი თავად არ იცავენ იმ ფასეულობებს და ღირებულებებს, რაც ასე სანატრელი და სანუკვარია ქართველი ერისათვის, თუმცა იმედი მაქვს, რომ ეს ღირებულებითი კრიზისი ევროკავშირში დაიძლევა და ჩვენ ჩვეულებრივ რეჟიმში ურთიერთპატივისცემით, ურთიერთსარგებლიანი ურთიერთობებით გავაგრძელებთ თანამშრომლობას და როგორც პოლიტიკური და ეკონომიკური კუთხით, ასევე ხალხთა შორის, განათლების, ტურიზმის, ხელოვნების, სპორტის და ა.შ სფეროებში კიდევ უფრო ინტენსიური გახდება ჩვენი ურთიერთობები,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა