„აჩიკო ბერიძე როცა არ იცი ვინაა, მართლა სხვა ქვეყანაში ცხოვრობ“,-ასე ეხმაურება აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, რომელმაც განაცხადა, რომ არ იცის, ვინ არის აჩიკო ბერიძე.
ჯაფარიძის ფეისბუქსტატუსი საქართველოს პარლამენტის დეპუტატს, აჩიკო ბერიძეს ეხებოდა, რომელმაც რობერტ სტურუას მიერ დადგმული სპექტაკლით აღფრთოვანება გამოხატა და სტურუას დიდი ხელოვანი უწოდა.

თინათინ ფუტკარაძე
Facebook Comments Box











