აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ისრაელისა და ლიბანის ლიდერები ხვალ ერთმანეთს პირისპირ შეხვდებიან და სამშვიდობო მოლაპარაკებებს გამართავენ.
როგორც თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, ეს იქნება პირველი შეხვედრა ორი ქვეყნის ლიდერებს შორის 34 წლის განმავლობაში.
„ვცდილობთ ისრაელსა და ლიბანს შორის მცირე შესვენება ავიღოთ. დიდი დრო გასულა მას შემდეგ, რაც ორი ქვეყნის ლიდერი ერთმანეთს ესაუბრა, დაახლოებით 34 წელი. ეს მოხდება ხვალ. შესანიშნავია!“, – დაწერა ტრამპმა.
აღსანიშნავია, რომ 14 აპრილს ვაშინგტონში ისრაელისა და ლიბანის ელჩებმა შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან გამართეს.
Facebook Comments Box











