პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: დავიჯერო რევოლუციების გურუმ აკერმანმა ვერაფერი უშველა ამ გასაცოდავებულ ქართულ ოპოზიციას და ვიღაც ჩეხი გააცოცხლებს ამ პოლიტიკურ მკვდრებს? ტყუილად წვალობენ, მამუკა მდინარაძე ეტყობა თვალში ეპატარავებათ

x

ბევრი იარეს თუ ცოტა, არჩევანი ჩეხეთზე შეაჩერეს, ამჯერად “პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის” ერთ-ერთ ლიდერზე იგორ ბლაჟევიჩზე, – წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა, რითაც ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად ჩეხი იგორ ბლაჟევიჩი უწერს.

მისი თქმით, ოპოზიციონერები ტყუილად წვალობენ, რადგან, მათ თავის დროზე “რევოლუციების გურუმ”, აკერმანმაც კი ვერ უშველა. ფოჩხუა აღნიშნავს იმასაც, რომ სუს-ის უფროსი, მამუკა მდინარაძე ყველაფერს ხედავს.

“ის როგორ არის… “Король умер да здавствует Король!” აკერმანი მოკვდა, გაუმარჯოს ბლაჟევიჩს! ბევრი იარეს თუ ცოტა, არჩევანი ჩეხეთზე შეაჩერეს, ამჯერად “პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის” ერთ-ერთ ლიდერზე იგორ ბლაჟევიჩზე. დავიჯერო რევოლუციების გურუმ აკერმანმა ვერაფერი უშველა ამ გასაცოდავებულ ქართულ ოპოზიციას და ვიღაც ჩეხი, რომელიც აქა-იქ იგუგლება, ისიც საქართველოზე, გააცოცხლებს ამ პოლიტიკურ მკვდრებს, რაღაც არამგონია, ტყუილად წვალობენ. ამათ მამუკა მდინარაძე ეტყობა თვალში ეპატარავებათ, გაიგეთ ის ყველაფერს ხედავს და ყველაფერი იცის, ასე რომ…” – წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა