Uncategorized

ზაზა შათირიშვილი: გაშიფრული გვაქვს „დიპ სტეიტის“ მოქმედების ფორმულა და ამიტომ, ოლიგარქიული ოჯახების მხრიდან საქართველოსთან ზავი, მორიგება, მოლაპარაკება არ იქნება – გაგრძელდება გარედან დაუნდობელი შემოტევა საქართველოზე

ხელისუფლება ხალხის წინაშე ვალდებულია, რომ პასუხი აგებინოს დამნაშავე პოლიტიკურ ძალას, რომელიც ჯერ ხელისუფლების პირობებში, ხოლო შემდეგ ოპოზიციიდან არ ასვენებდა ამ ქვეყანას, ჰქონდა გადატრიალების არაერთი მცდელობა და ღიად, დაუფარავად ემსახურება „დიპ სტეიტის“ ინტერესებს. ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი გულწრფელად ფიქრობს, რომ ამ ბანდიტების განეიტრალებით ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ დაისვენებს გამუდმებული ქაოსისგან, მაგრამ სამწუხაროდ, მინდა ჩვენს მოსახლეობას ვუთხრა, რომ ეს ფუჭი იმედია, რომელსაც საფუძველი არ გააჩნია, – წერს ფილოსოფოსი, ზაზა შათრიშვილი მორიგ წერილში.

მისი განცხადებით, დიპ სტეიტის“ მოქმედების ფორმულა გაშიფრულია და ამიტომ, ოლიგარქიული ოჯახების მხრიდან საქართველოსთან ზავი, მორიგება, მოლაპარაკება არ იქნება, ვინაიდან, მათი უმთავრესი მიზანია ქვეყანა იმართებოდეს მარიონეტების ხელით და როგორც საქართველო, ასევე მისი ხალხი ემსახურებოდეს ოლიგარქიული ოჯახების ინტერესს.

“ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი იმედის თვალით შეჰყურებს იმ პროცესებს, რომელიც დღეს სამართლებრივ სივრცეში მიმდინარეობს და რომელმაც, ლოგიკური თვალსაზრისით – კრიმინალური პოლიტიკური პარტიების აკრძალვა და მოღალატე, აგენტურული პოლიტიკოსების მკაცრი სამართლებრივი სასჯელი უნდა განაპირობოს. ცხადია, ამ გზას ალტერნატივა არ აქვს. ხელისუფლება ხალხის წინაშე ვალდებულია, რომ პასუხი აგებინოს დამნაშავე პოლიტიკურ ძალას, რომელიც ჯერ ხელისუფლების პირობებში, ხოლო შემდეგ ოპოზიციიდან არ ასვენებდა ამ ქვეყანას, ჰქონდა გადატრიალების არაერთი მცდელობა და ღიად, დაუფარავად ემსახურება „დიპ სტეიტის“ ინტერესებს. ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი გულწრფელად ფიქრობს, რომ ამ ბანდიტების განეიტრალებით ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ დაისვენებს გამუდმებული ქაოსისგან, მაგრამ სამწუხაროდ, მინდა ჩვენს მოსახლეობას ვუთხრა, რომ ეს ფუჭი იმედია, რომელსაც საფუძველი არ გააჩნია.

ზემოთ ვახსენე, რომ საბედნიეროდ გაშიფრული გვაქვს გლობალური ომის პარტიის, იგივე „დიპ სტეიტის“ მოქმედების ფორმულა და ამიტომ, დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ოლიგარქიული ოჯახების მხრიდან საქართველოსთან ზავი, მორიგება, მოლაპარაკება არ იქნება. არ იქნება ერთადერთი მიზეზის გამო – მათი უმთავრესი მიზანია ქვეყანა იმართებოდეს მარიონეტების, მათდამი დაქვემდებარებული პაიკების ხელით და როგორც საქართველო, ასევე მისი ხალხი ემსახურებოდეს ოლიგარქიული ოჯახების ინტერესს. საბედნიეროდ, მოქმედი პოლიტიკური გუნდი მსგავს ნაბიჯს არასოდეს გადადგამს, რაც განმსაზღვრელია მხოლოდ ერთი შინაარსის ხვალინდელი დღის – გაგრძელდება გარედან დაუნდობელი შემოტევა საქართველოზე.” – წერს ზაზა შათირიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გია აბაშიძე: ევროპა „ცივილიზაციური გაქრობის“ საფრთხის წინაშეა, თუმცა ბრიუსელი საკუთარ კრიზისზე თვალის დახუჭვას და სუვერენული საქართველოსთვის ჭკუის სწავლებას კვლავ განაგრძობს

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: პარადოქსულია,  რომ „რუსეთთან მებრძოლად“ წარმოჩენილი სააკაშვილის ხელისუფლების დროს საქართველომ 2008 წლის ომი და ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაცია განიცადა, მაშინ, როდესაც „რუსეთთან მეგობრობაში“ დადანაშაულებული „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში რუსეთთან ურთიერთობის საკითხი კვლავ პოლიტიკური დაპირისპირების ერთ-ერთ მთავარ თემად რჩება

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.