Uncategorized

თემურ ჭყონია პლასტიკის ბოთლების აკრძალვის გადავადებაზე: მიდგომაზე არის დამოკიდებული შედეგიც. საჭიროა, შეიქმნას მეორე ინდუსტრია, რომელიც არანაკლებ მომგებიანია, არანაკლები ტექნოლოგიები სჭირდება და სამუშაო ადგილების შექმნაც შეიძლება

რომ გითხრათ, რომ ვადა ძალიან დიდია, ვერ გეტყვით, მაგრამ 4 წლის განმავლობაში ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ შეგვიძლია ამ თემის გადაწყვეტა 100%-ით, – განუცხადა „იმედის კვირას“ „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ პლასტიკატის ბოთლების წარმოების აკრძალვის 4 წლით გადავადებაზე.

ჭყონიას თქმით, ნარჩენების შეგროვება და გადამუშავება მათთვის უცხო თემა არ არის.

„გააჩნია, როგორ მივუდგებით ჩვენ იმიტომ, რომ მიდგომაზე არის დამოკიდებული შედეგიც. საჭიროა, შეიქმნას მეორე ინდუსტრია, რომელიც არანაკლებ მომგებიანია, არანაკლები ტექნოლოგიები სჭირდება და სამუშაო ადგილების შექმნაც შეიძლება ძალიან სერიოზულად.

ათეული წლებია, ვმუშაობთ ამ თემის გარშემო. ეს ჩვენთვის არ არის უცხო თემა, ნარჩენების შეგროვება და გადამუშავება იმიტომ, რომ ჩვენ ამას ვაკეთებდით, ოღონდ იმ დონეზე, რა დონეზეც შეგვეძლო. როდესაც სახელმწიფო, მრეწველობა და მოქალაქეები ჩაერთვებიან, უფრო დიდ შედეგს მივიღებთ“, – აღნიშნა მან.

როგორც ცნობილია, პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით, 2031 წლის პირველ თებერვლამდე გადავადდა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გია აბაშიძე: ევროპა „ცივილიზაციური გაქრობის“ საფრთხის წინაშეა, თუმცა ბრიუსელი საკუთარ კრიზისზე თვალის დახუჭვას და სუვერენული საქართველოსთვის ჭკუის სწავლებას კვლავ განაგრძობს

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: პარადოქსულია,  რომ „რუსეთთან მებრძოლად“ წარმოჩენილი სააკაშვილის ხელისუფლების დროს საქართველომ 2008 წლის ომი და ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაცია განიცადა, მაშინ, როდესაც „რუსეთთან მეგობრობაში“ დადანაშაულებული „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში რუსეთთან ურთიერთობის საკითხი კვლავ პოლიტიკური დაპირისპირების ერთ-ერთ მთავარ თემად რჩება

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.