Uncategorized

ზუკა რურუა Trump Tower Tbilisi-ს მშენებლობაზე: კრიტიკოსები რა თქმა უნდა, არ დაილევიან. ცოტა ხნის წინ იგივე ვნახეთ, როდესაც საქართველოში „ემაარ ჯგუფი“ შემოვიდა

კრიტიკოსები რა თქმა უნდა, არ დაილევიან განსაკუთრებით რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვაკის რაიონის დელეგატმა ზუკა რურუამ.

დეპუტატი გამოეხმაურა საქართველოში ტრამპის ორგანიზაციის მასშტაბურ პროექტთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს. მისი თქმით, ემაარ ჯგუფის შემოსვლასაც მათი მხრიდან ანალოგიური კრიტიკა მოჰყვა.

„ცოტა ხნის წინ იგივე ვნახეთ, როდესაც ემაარ ჯგუფი შემოვიდა. ეს არამარტო ეკონომიურად იქნება სასარგებლო ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე პოლიტიკურადაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება როგორც ჩვენი, ასევე აშშ-ის მხრიდან. ჩვენ მზად ვართ ასეთი გამოწვევებისთვის, რომელიც ქვეყანას ბევრ სიკეთეს მოუტანს“, – აღნიშნა რურუამ.

„Trump organization“-მა ახალი პროექტის – Trump Tower Tbilisi შესახებ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ მსოფლიოს უდიდესი არქიტექტურული კომპანიის, Gensler-ის მიერ დაპროექტებული Trump Tower Tbilisi დაახლოებით 70-სართულიანი იქნება და საქართველოს ყველაზე მაღალი შენობა გახდება.

აღნიშნული პროექტის შესახებ 19 აპრილს გახდა ცნობილი – სტატია The Wall Street Journal-მა გამოაქვეყნა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გია აბაშიძე: ევროპა „ცივილიზაციური გაქრობის“ საფრთხის წინაშეა, თუმცა ბრიუსელი საკუთარ კრიზისზე თვალის დახუჭვას და სუვერენული საქართველოსთვის ჭკუის სწავლებას კვლავ განაგრძობს

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: პარადოქსულია,  რომ „რუსეთთან მებრძოლად“ წარმოჩენილი სააკაშვილის ხელისუფლების დროს საქართველომ 2008 წლის ომი და ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაცია განიცადა, მაშინ, როდესაც „რუსეთთან მეგობრობაში“ დადანაშაულებული „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში რუსეთთან ურთიერთობის საკითხი კვლავ პოლიტიკური დაპირისპირების ერთ-ერთ მთავარ თემად რჩება

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.