Uncategorized

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნო დელეგაციამ, ილია მეორის საფლავს პატივი მიაგო

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნო დელეგაციამ, ილია მეორის საფლავს პატივი მიაგო. სიონის ტაძარში, პატრიარქის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი ქართულ, ინგლისურ და ბერძნულ ენებზე აღევლინა და დელეგაციის წევრებმა ბერძნულად იგალობეს.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ასამბლეის წევრები საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდნენ, მოილოცეს წმინდა ნინოს საფლავი.

დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ სომხეთის, ბოსნია-ჰერცეგოვინის, კვიპროსის, ეგვიპტის, საბერძნეთის, უნგრეთის, იორდანიის, ჩრდილოეთ მაკედონიის, რუმინეთისა და სერბეთის წარმომადგენლები.

„გადაწყვიტეს, რომ საპატრიარქოდან ფეხით მობრძანებულიყვნენ სიონის ტაძარში, რომ თავიანთი ღრმა პატივისცემა და სიყვარული გამოეხატათ საქართველოს აწ უკვე გარდაცვლილი პატრიარქის მიმართ. ეს არის უაღრესად დასაფასებელი. დელეგაციის ხელმძღვანელებმა მოითხოვეს, რომ საგალობელი შეესრულებინათ ძველ ბერძნულ ენაზე. პატრიარქის ავტორიტეტის მთელს მსოფლიოში დიდია და ეს ავტორიტეტი ყველა ჩვენგანს სიამაყით ავსებს“, – განაცხადა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, საქართველოს ეკლესიის პროტოპრესვიტერმა, მამა გიორგი ზვიადაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გია აბაშიძე: ევროპა „ცივილიზაციური გაქრობის“ საფრთხის წინაშეა, თუმცა ბრიუსელი საკუთარ კრიზისზე თვალის დახუჭვას და სუვერენული საქართველოსთვის ჭკუის სწავლებას კვლავ განაგრძობს

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: პარადოქსულია,  რომ „რუსეთთან მებრძოლად“ წარმოჩენილი სააკაშვილის ხელისუფლების დროს საქართველომ 2008 წლის ომი და ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაცია განიცადა, მაშინ, როდესაც „რუსეთთან მეგობრობაში“ დადანაშაულებული „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში რუსეთთან ურთიერთობის საკითხი კვლავ პოლიტიკური დაპირისპირების ერთ-ერთ მთავარ თემად რჩება

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.