ისრაელის თავდაცვითი ძალები ადასტურებს იმ ფოტოს ავთენტურობას, რომელზეც სამხრეთ ლიბანში მყოფი ჯარისკაცი იესოს ქანდაკებას უროთი ამსხვრევს. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს. სამხედრო უწყების განცხადებით, მათ მიმართ, ვინც ამ ინციდენტში მონაწილეობდა, შესაბამისი ზომები გატარდება. ფოტოს პირველადი შემოწმების შემდეგ, სამხედროებმა განაცხადეს, რომ „დადგინდა, რომ ფოტოზე აღბეჭდილია სამხრეთ ლიბანში მოქმედი „ცაჰალის“ ჯარისკაცი“.
„ისრაელის თავდაცვითი ძალები მომხდარს დიდი სერიოზულობით ეკიდება და ხაზს უსვამს, რომ ჯარისკაცის საქციელი სრულიად შეუსაბამოა იმ ღირებულებებთან, რომლებსაც მისი ჯარებისგან მოელიან“, – ნათქვამია განცხადებაში.
ინციდენტს ჩრდილოეთის სარდლობა იძიებს. „ცაჰალი“ დასძენს, რომ „გამოძიების შედეგების შესაბამისად, მონაწილე პირთა მიმართ სათანადო ზომები იქნება მიღებული“. სამხედრო უწყება ასევე აღნიშნავს, რომ ჩრდილოეთის სარდლობა ქრისტიანულ თემს ქანდაკების პირვანდელ ადგილზე აღდგენაში დაეხმარება.











