უცხოური მედია

ისრაელის არმია ადასტურებს იმ ფოტოს ავთენტურობას, რომელზეც სამხრეთ ლიბანში მყოფი ჯარისკაცი იესოს ქანდაკებას უროთი ამსხვრევს – მიმდინარეობს გამოძიება

ისრაელის თავდაცვითი ძალები ადასტურებს იმ ფოტოს ავთენტურობას, რომელზეც სამხრეთ ლიბანში მყოფი ჯარისკაცი იესოს ქანდაკებას უროთი ამსხვრევს. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს. სამხედრო უწყების განცხადებით, მათ მიმართ, ვინც ამ ინციდენტში მონაწილეობდა, შესაბამისი ზომები გატარდება. ფოტოს პირველადი შემოწმების შემდეგ, სამხედროებმა განაცხადეს, რომ „დადგინდა, რომ ფოტოზე აღბეჭდილია სამხრეთ ლიბანში მოქმედი „ცაჰალის“ ჯარისკაცი“.

„ისრაელის თავდაცვითი ძალები მომხდარს დიდი სერიოზულობით ეკიდება და ხაზს უსვამს, რომ ჯარისკაცის საქციელი სრულიად შეუსაბამოა იმ ღირებულებებთან, რომლებსაც მისი ჯარებისგან მოელიან“, – ნათქვამია განცხადებაში.

ინციდენტს ჩრდილოეთის სარდლობა იძიებს. „ცაჰალი“ დასძენს, რომ „გამოძიების შედეგების შესაბამისად, მონაწილე პირთა მიმართ სათანადო ზომები იქნება მიღებული“. სამხედრო უწყება ასევე აღნიშნავს, რომ ჩრდილოეთის სარდლობა ქრისტიანულ თემს ქანდაკების პირვანდელ ადგილზე აღდგენაში დაეხმარება.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: სააკაშვილი იმას კი არ ამტკიცებს, მე მაქვს ის ძალა, რომ ჩემს გარშემო გაერთიანდეთ, ჩვენი პატრონები რომ გეუბნებიან, იმათ დაუჯერეთო. ეს იმის ლუსტრაციაა, რომ აბსოლუტურად დამოკიდებულები არიან სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ მიღებულ გადაწყვეტილებებზე

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: „ნაცმოძრაობა“ შედგება არა ერთი, ორი, სამი ან ხუთი პარტიისგან, არამედ ისინი ეგრეთწოდებულ პარტიებად დაშლილი ერთი იდეოლოგიით და ერთი ხელიდან მართული ძალები არიან, რომლებიც იბრძვიან კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, მათ შორის გარე პატრონების დავალებით

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.