პოლიტიკა

აშშ-ირანს შორის ომის გამო, მსოფლიოში პრეზერვატივების უმსხვილესი მწარმოებელი ფასების მესამედით გაზრდას აპირებს

მსოფლიოში პრეზერვატივების უმსხვილესი მწარმოებელი, მალაიზიური კომპანია Karex, პროდუქციაზე ფასების მინიმუმ 30%-ით გაზრდას გეგმავს. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

მიზეზი აშშ-ის, ისრაელისა და ირანის კონფლიქტის გამო მიწოდების ჯაჭვების დარღვევაა. კომპანიის გენერალური დირექტორის, გო მია კიატის განცხადებით, საომარმა მოქმედებებმა წარმოების ხარჯები მკვეთრად გაზარდა.

კონფლიქტის გამო ორმუზის სრუტე ფაქტობრივად ჩაიკეტა, რაც სერიოზულად აზარალებს ნავთობისა და გაზის გლობალურ მიწოდებას. ნავთობპროდუქტების დეფიციტის გამო, პრეზერვატივებისთვის საჭირო მასალების ფასი მკვეთრად გაიზარდა: სილიკონის ზეთი 30%-ით გაძვირდა, ნიტრილის ლატექსის ფასი გაორმაგდა, ხოლო ნატურალური კაუჩუკი მესამედით გაძვირდა.

კომპანიას ნედლეულის მარაგი მხოლოდ 2-3 თვისთვის აქვს, რის შემდეგაც პერსპექტივა ბუნდოვანია. Karex წელიწადში 5 მილიარდზე მეტ პრეზერვატივს აწარმოებს და ისეთ გიგანტებს ამარაგებს, როგორიცაა Durex, ასევე ფლობს საკუთარ ბრენდებს. კომპანიის ხელმძღვანელობის თქმით, ეს არის ფასების ყველაზე მასშტაბური კორექტირება ბოლო წლების განმავლობაში, რაც უახლოეს თვეებში მომხმარებლის ჯიბეზეც აისახება.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა