პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: ლგბტ პროპაგანდა ბრიუსელისთვის ისევ აქტუალურია. მუდმივად ფხიზლად უნდა ვიყოთ

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, მედიასთან გამოეხმაურა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას. მის თანახმად, უნგრეთმა ბავშვებისთვის ლგბტ პროპაგანდის წვდომაზე აკრძალვით დაარღვია ევროკავშირის წევრებისთვის დადგენილი საერთო წესი.

ხუნდაძის აზრით, აღნიშნული ამტკიცებს, რომ ლგბტ პროპაგანდა ბრიუსელისთვის ჯერ კიდევ აქტუალურია:

„ბრიუსელმა დაინახა შესაძლებლობა, თავიდან წამოიწყოს ეს კამპანია, ისევ მოსთხოვოს უნგრეთს, რომ ლგბტ პროპაგანდა არათუ შეზღუდოს, არამედ გაააქტიუროს“ – განაცხადა დეპუტატმა.

ხუნდაძემ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ეს უნდა იყოს სიგნალი საქართველოსთვისაც და იმ საკითხებში, რომლებიც ეროვნული ფასეულობების ნაწილია, კომპრომისი დაუშვებელია.

„როგორც ვხედავთ, ლგბტ პროპაგანდა ბრიუსელისთვის ისევ აქტუალურია. უნგრეთის შემთხვევა ამის ნათელი მაგალითია. ბრიუსელმა დაინახა შესაძლებლობა, თავიდან წამოიწყოს ეს კამპანია, ისევ მოსთხოვოს უნგრეთს, რომ ლგბტ პროპაგანდა არათუ შეზღუდოს, არამედ გაააქტიუროს. ეს იქნება ჩვენთვის სიგნალი – მუდმივად ფხიზლად უნდა ვიყოთ. საკითხები, რომლებიც ეროვნული ფასეულობების ნაწილია, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და აქ კომპრომისი ვერ იქნება“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ირაკლი ლატარია: ,,ნაცების” ყველაზე შავი და ბინძური საქმეების ერთ-ერთმა შემსრულებელმა სოსანაშვილმა, კაცი შვილის საფლავზე ააფეთქა და ანა წითლიძემ ისე წარმოაჩინა, თითქოს რიგითი, შემთხვევითი აფეთქება ყოფილიყოს

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: დღეს ანი წითლიძემ კიდევ ერთხელ გაიწყვიტა შუბლის ძარღვი და იური ვაზაგაშვილის მკვლელობის შესახებ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა – ტრაგედიის პოლიტიკურ სპეკულაციად ქცევა მსხვერპლისა და მისი ოჯახის მიმართ უპატივცემულობაა

პოლიტიკა

გია აბაშიძე: ანი წითლიძე უნამუსოდ აცხადებს, იური ვაზაგაშვილი „აფეთქდაო“- თითქოს უბედური შემთხვევა ყოფილიყოს და არა შვილის საფლავზე მომხდარი უმძიმესი ტრაგედია. იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე გია სოსანაშვილია მსჯავრდებული, რომელიც ნაცრეჟიმის ერთ-ერთი ჯალათია

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.