პოლიტიკა

ანა წითლიძე: გიგა ლემონჯავას მამა “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი იყო, განსაკუთრებული მოწიწებით, ფეხქვეშ ეგებოდა მიშას, იყო მცდელობაც, რომ მისი შვილი ენმ-ში ლიდერულ პოზიციაზე წარმოჩენილიყო, თუმცა ეს ვერ შედგა. ბელადები სახლებში მოიკითხეთ, ძვირფასებო

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ანა წითლიძე, მიხეილ სააკაშვილის მიერ “დროას” წევრ გიგა ლემონჯავაზე გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ლემონჯავას მამა “ნაცმოძრაობის” დეპუტატი იყო, მანამდე კი – ფოთის მერი და სააკაშვილს ფეხქვეშ ეგებოდა.

წითლიძის თქმით, მინიმალური პოლიტიკური ეთიკა და ელემენტარული პატივისცემა მაინც უნდა არსებობდეს იმ ადამიანებისა და სივრცის მიმართ, საიდანაც მოდიხარ და რომელმაც შეგქმნა, ვინაიდან, შექმნილი ვითარება, საბოლოო ჯამში, კოლექტიური ლემონჯავების რეპუტაციას აზიანებს.

“არ მიყვარს ასეთ თემებზე საჯაროდ საუბარი, თუმცა როცა ეს საჭირო ხდება, გვერდის ავლა აღარ გამომდის და არც მინდა. სხვათა შორის, ლემონჯავას მამა, გოჩა ლემონჯავა, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი იყო, მანამდე — ფოთის მერი. 2012–2018 წლებში ჩვენი პოლიტსაბჭოს წევრიც იყო და მიშასთან საერთო შეხვედრებზეც არაერთხელ მინახავს. განსაკუთრებული მოწიწებით, ფეხქვეშ ეგებოდა მიშას – ჩემი ყურადღება ამით მიიქცია. იყო მცდელობაც, რომ მისი შვილი ენმ-ში ლიდერულ პოზიციაზე წარმოჩენილიყო, თუმცა ეს ვერ შედგა. წლების შემდეგ ის „დროაში“ გამოჩნდა. ბევრი რამის თქმა შეიძლება, არცთუ სახარბიელოსი, მაგრამ ამ ეტაპზე ერთს ვიტყვი: მინიმალური პოლიტიკური ეთიკა და ელემენტარული პატივისცემა მაინც უნდა არსებობდეს იმ ადამიანებისა და სივრცის მიმართ, საიდანაც მოდიხარ და რომელმაც შეგქმნა. ეს, საბოლოო ჯამში, მიშას კი არა, კოლექტიური ლემონჯავების რეპუტაციას აზიანებს. ბელადები სახლებში მოიკითხეთ, ძვირფასებო.” – წერს ანა წითლიძე სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა გიგა ლემონჯავა სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა და მას “ეთერის შემავსებელი მოლაპარაკე თავი” უწოდა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: მოპასუხის პოზიცია არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა იმისა, რომ ამ სხდომაზე არ მოხდეს პასუხის გაცემა მთავარ შეკითხვაზე, კერძოდ, 1633 რეზოლუციაზე ხელისმოწერით ნაცმოძრაობამ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ ეს დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები 2019-2025 წლებში უშუალოდ ექვსჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას და ამ ქმედებებს ისინი ამ მომენტისთვისაც არ ემიჯნებიან – ტყუილია, რომ პროდასავლური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ გვარამიას პარტიის მიერ გაჟღერებული ტყუილების მხოლოდ მცირე მაგალითებზე  – ტყუილია, რომ სარჩელი არ ასაბუთებს პარტიების მიერ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომელიც მისი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.