პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა არ მოიცავს მხოლოდ ვიღაცის დაჭერას. ეს არის საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, საზოგადოების დგომა სამართალდამცავების გვერდით, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ ეს ყველაფერი

შეიძლება გაგიკვირდეთ ჩემგან, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ეს არის გადატეხილი. მიუხედავად იმისა, რომ გეკა გელაძემ და მისმა უწყებამ უდიდესი შრომა ჩადო, დიდი დრო დასჭირდება ამის აბსოლუტურ დამარცხებას. სამწუხაროდ, მსოფლიოში პრეცედენტები არ არსებობს, მაგრამ მინიმუმამდე დაყვანა შესაძლებელია, როგორც ქრთამის, ასევე ნარკოტიკების რეალიზაციისა და მომხმარებლების მიმართულებით – ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრობისა და ვიცე-პრემიერობის კანდიდატმა, მამუკა მდინარაძემ, გადაცემაში “იმედი LIVE” განაცხადა.

მისევე თქმით, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა არ მოიცავს მხოლოდ ვიღაცის დაჭერას. ეს არის საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, საზოგადოების დგომა პოლიციისა და სამართალდამცავების გვერდით, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ და მინიმუმამდე დავიყვანოთ ეს ყველაფერი.

„ერთი დიდი პროფესიონალი დღეს უკვე შეცვალა მეორე დიდმა პროფესიონალმა. მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ როგორც გეკა გელაძეზე, ასევე სულხან თამაზაშვილზე. ბუნებრივია, თუ არ გაძლიერდება, არაფერი დააკლდება ამ მიმართულებითაც, როგორც სხვა მიმართულებებითაც, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას. მაგრამ მართალი ბრძანდებით –  ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა არ მოიცავს მხოლოდ ვიღაცის დაჭერას. ეს არის საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, საზოგადოების დგომა პოლიციისა და სამართალდამცავების გვერდით, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ და მინიმუმამდე დავიყვანოთ ეს ყველაფერი.

დარტყმები განვახორციელეთ ყველამ ერთად ნარკოტიკებზე, მის რეალიზატორებზე, და რა მოხდა? გარედან შემოტანა ძალიან გართულდა, ნარკოტიკი გაძვირდა – რიგ შემთხვევებში 100-ლარიანი ნარკოტიკი გახდა 1000, 1500, 2000 ლარი, მაგრამ მაინც არსებობს. ბაზრის ელემენტები შემოვიდა აქაც – საბაზრო ეკონომიკასავით არის, ოღონდ ჩრდილოვანი და საზიზღარი. მიწოდება გართულდა, ნარკოტიკული პროდუქცია გაძვირდა.

როგორც კი გარედან შემოტანა გართულდა, მაშინვე გაჩნდა კიდევ ერთი პრობლემა, რაღაც უბედურებას ხარშავენ და ამზადებენ კუსტარულად. აქედან კიდევ ათასი უბედურება ხდება, ადამიანები იღუპებიან. ეს არის კომპლექსური საკითხი, რომელსაც საზოგადოების მხრიდანაც სჭირდება ძალიან დიდი მხარდაჭერა. სამართალდამცავები კი ამისთვის ყველაფერს გააკეთებენ, რომ მაქსიმალურად შევიწროვდეს ეს სფერო და დანაშაულებრივი ბიზნესი,“ – განაცხადა მდინარაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: გუშინდელმა „ხალხმრავლობამ“ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ერთადერთი, რაც ამ ოპოზიციას უხვად აქვს ჩრდილები და 4 ოქტომბრის მსგავსი სერიალების უსასრულო რიმეიქებია

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე ოპოზიციის აქციაზე: კიდევ ერთხელ დასტურდება მათი რაოდენობრივი სიმცირე,  ექსტრემიზმის წახალისებასაც და გარედან მხარდაჭერასაც უკვე ნაკლები შედეგი აქვს იმიტომ, რომ ქართულისაზოგადოება კარგად ხვდება, ვინ არიან კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ გაერთიანებული პირები

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.