პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: სუს-ში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც დევს არაერთი ჩანაწერი ბლაჟევიჩთან დაკავშირებით, მისი მონაწილეობით – არსებობს მოსამართლის განჩინების საფუძველზე ლეგიტიმურად გაკეთებული ჩანაწერები, სადაც ამ ყველაფრის მამხილებელი სიტყვები, ფრაზები, კონკრეტული ადამიანებია

რაც შეეხება ბლაჟევიჩს, შემიძლია გითხრათ, რომ არ მოეწონება ჩემი შემდეგი წინადადება ბევრ ადამიანს: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც დევს არაერთი ჩანაწერი მასთან დაკავშირებით, მისი მონაწილეობით, – ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრობისა და ვიცე-პრემიერობის კანდიდატმა, მამუკა მდინარაძემ, გადაცემაში “იმედი LIVE” განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც ოპოზიციაში თამამად საუბრობენ, რომ იგორ ბლაჟევიჩთან არანაირი კავშირი არ აქვთ და მასთან კომუნიკაციას უარყოფენ, ამის საპირისპიროდ არსებობს მოსამართლის განჩინების საფუძველზე გაკეთებული ჩანაწერები, სადაც საპირისპირო მტკიცდება.

“ამიტომ, როდესაც ისინი თამამად საუბრობენ, რომ არანაირი ბლაჟევიჩი, არანაირი დავალება, არანაირი ტრენინგი, არანაირი მისი კომუნიკაცია საქართველოში ვიღაცებთან არ არსებობს, ამის საპირისპიროდ, არსებობს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე და მოსამართლის განჩინების საფუძველზე აბსოლუტურად ლეგიტიმურად გაკეთებული კონკრეტული ჩანაწერები, სადაც ამ ყველაფრის მამხილებელი სიტყვები, ფრაზები, ხმა, კონკრეტული ადამიანები არსებობენ. მოვა დრო, ვილაპარაკებთ იმაზეც, რას გეგმავდნენ, ვილაპარაკებთ იმაზეც, რა მიზანი აქვთ, მოვა დრო, ვილაპარაკებთ იმაზეც, რა ვერ ქნეს და რა ქნეს. შეიძლება, ჩემს კოლეგებს, ვიღაცას ისიც კი მოეჩვენოს, რომ ნაადრევი იყო ჩემგან ამ განცხადების გაკეთება, მაგრამ, ისინი უკვე ძალიან გაფრთხილდნენ, რომ გაჟონა ტელევიზიაში ამ ინფორმაციამ. როგორც კი შიგნით ფული ვერ შემოდის და ტრენერები როგორც დადიოდნენ ბაკურიანში და სხვა სასტუმროებში ამაყად, პრობლემა არ ჰქონდათ და დღეს უკვე მიხვდნენ რომ პრობლემაა – მათი მთავარი პრობლემაა მხილება და კანონი უპირისპირდება მათ, გარკვეული სახდელებისა და პრევენციული სანქციების სახით, დღეს უკვე, დისტანციური ტრენინგები და დავალებები გადაწყვიტეს. აქაც, საბედნიროდ, ჩვენ გავძლიერდით უკვე შიდაუწყებრივად სამართალდამცველები ისე, რომ შევძელით ჩავმჯდარიყავით იქ, სადაც მათ წარმოდგენა არ ჰქონდათ. მე რომ ძალიან თამამი ვარ ამ განცხადებაში, ეს იმის ბრალია, რომ ყველა ნორმის განუხრელი დაცვით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, არსებობს ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები. იმას ვერ გადაურჩებიან, რაც წარსულში იყო და კეთილი ინებონ, ამასაც დაანებონ თავი, მომავალში მაინც ნუ გააგრძელებენ ასეთ საქმიანობას,” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა