პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი გვარამიას განცხადებაზე: როდესაც პოლიტიკოსი ქვეყნის შიგნით ვერ იღებს მხარდაჭერას და გარეთ იწყებს ლობირებას საკუთარი სახელმწიფოს დასასანქცირებლად – პოლიტიკა კი არა ამას ღალატი ჰქვია! მოსახლეობის ბედით თამაშობენ და ამით “ჯიბეს ისქელებენ”!

ნიკა გვარამია პირდაპირ ამბობს: „შიგნით აქცია, გარეთ სანქცია“, ბრიტანეთის სანქციების გაგრძელება „ძალიან მნიშვნელოვანია“-ო! ქვეყნის შიგნით -დაძაბულობის ზრდა, პროტესტის მუდმივი პროვოცირება! ქვეყნის გარეთ – ზეწოლის, სანქციების და ჩარევის წახალისება! და მერე ამ ყველაფერს ეძახიან „პოლიტიკას“? – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებას, რომელიც ოპოზიციის ალიანსის სხვა წევრებთან ერთად დიდი ბრიტანეთის ელჩთან შეხვედრაზე იმყოფებოდა და შეხვედრას „წარმატებული“ უწოდა.

სადღობელაშვილის განცხადებით, ოპოზიციის ალიანსი წარმოადგენს პოლიტიკურ ჯგუფს, რომელიც ქვეყნის შიგნით ხალხისგან ვერ იღებს მხარდაჭერას და იწყებს საზღვრებს გარეთ ლობირებას საკუთარი ქვეყნის დასასანქცირებლად, აღნიშნულ ქმედებას სადღობელაშვილი ღალატად აფასებს.

„ ნიკა გვარამია პირდაპირ ამბობს: „შიგნით აქცია, გარეთ სანქცია“, ბრიტანეთის სანქციების გაგრძელება „ძალიან მნიშვნელოვანია“-ო! ქვეყნის შიგნით — დაძაბულობის ზრდა, პროტესტის მუდმივი პროვოცირება! ქვეყნის გარეთ — ზეწოლის, სანქციების და ჩარევის წახალისება! და მერე ამ ყველაფერს ეძახიან „პოლიტიკას“? – როდესაც პოლიტიკოსი საკუთარი ქვეყნის შიგნით ვერ იღებს მხარდაჭერას და გარეთ იწყებს ლობირებას საკუთარი სახელმწიფოს დასასანქცირებლად — ეს პოლიტიკა კი არა ამას ღალატი ჰქვია! – როდესაც ბრიტანეთის ელჩთან შეხვედრას „წარმატებულს“ უწოდებენ — საზოგადოებას აქვს სრული უფლება იკითხოს: რაზე შეთანხმდით? ვის ინტერესშია თქვენი შეთანხმება? და რატომ ემთხვევა ეს ყველაფერი ყოველთვის ზეწოლის სცენარს საქართველოს მიმართ? ეს არ არის უბრალოდ ოპოზიცია. ეს არის პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც საკუთარ დღის წესრიგს ვერ ამყარებს ხალხზე და ამიტომ ეძებს მხარდაჭერას გარეთ — ნებისმიერ ფასად. მოსახლეობის ბედით თამაშობენ და ამით “ჯიბეს ისქელებენ”! და ბოლოს , საქართველო არ უნდა გახდეს პლატფორმა, სადაც შიდა პოლიტიკა წყდება ელჩების კაბინეტებში. – ვინც ამას აკეთებს, თავად იყენებს თავს კითხვების ქვეშ!“- წერს ლადო სადღობელაშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: მოპასუხის პოზიცია არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა იმისა, რომ ამ სხდომაზე არ მოხდეს პასუხის გაცემა მთავარ შეკითხვაზე, კერძოდ, 1633 რეზოლუციაზე ხელისმოწერით ნაცმოძრაობამ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ ეს დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები 2019-2025 წლებში უშუალოდ ექვსჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას და ამ ქმედებებს ისინი ამ მომენტისთვისაც არ ემიჯნებიან – ტყუილია, რომ პროდასავლური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ გვარამიას პარტიის მიერ გაჟღერებული ტყუილების მხოლოდ მცირე მაგალითებზე  – ტყუილია, რომ სარჩელი არ ასაბუთებს პარტიების მიერ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომელიც მისი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.