პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა: სინამდვილეში, კოლექტიური „ნაცბანდა“ წარმოადგენს ერთადერთი კაცის – სააკაშვილის პოლიტიკურ ჰიპოსტასს. შესაბამისად, როცა ჯალათები ხელისუფლებაში დაბრუნებას სააკაშვილის იგნორირებით ცდილობენ, უსამართლობაა – ეს არის მეძავობა და ჩათლახობა

x

ბოლო დღეების განმავლობაში თვალს ვადევნებთ პოლიტიკურ სეირს, თუ როგორ ცდილობს კოლექტიური ნაცბანდის ერთი ნაწილი სააკაშვილისაგან დისტანცირებას და როგორ გააფთრებით ლამობს ნარცისიზმითა და განდიდების მანიით შეპყრობილი პატიმარი სააკაშვილი, შეეწინააღმდეგოს მისი პერსონის იგნორირების მცდელობას წვრილფეხა ნაცების მხრიდან, – წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა X-ზე.

ხუბუას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მთელი პოლიტიკური არსება ყოველთვის იდგა და დგას მიხეილ სააკაშვილზე, შესაბამისად ის მართალია, როდესაც კოლექტიური „ნაცმოძრაობისგან“ იგნორირების მცდელობას ეწინააღმდეგება.

ხუბუა „მეძავობას და ჩათლახობას“ უწოდებს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მიერ სააკაშვილის იგნორირებით პოლიტიკაში დაბრუნების სურვილს.

„ბოლო დღეების განმავლობაში თვალს ვადევნებთ პოლიტიკურ სეირს, თუ როგორ ცდილობს კოლექტიური ნაცბანდის ერთი ნაწილი სააკაშვილისაგან დისტანცირებას და როგორ გააფთრებით ლამობს ნარცისიზმითა და განდიდების მანიით შეპყრობილი პატიმარი სააკაშვილი, შეეწინააღმდეგოს მისი პერსონის იგნორირების მცდელობას წვრილფეხა ნაცების მხრიდან. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სააკაშვილი მართალია, რადგან ნაცბანდის მთელი პოლიტიკური არსებობა, მთელი მისი ბოროტება და მავნებლობა, მთელი მისი ანტიეროვნულობა და ანტიადამიანურობა ყოველთვის იდგა და დღემდე დგას მხოლოდ და მხოლოდ სააკაშვილზე, როგორც პოლიტიკურ დემიურგზე.

წრეგადასულ ძალადობას, ტერორს, ქუჩებში ახალგაზრდების ხოცვას, ციხეებში პატიმრების წამებასა და გაუპატიურებას, ბიზნესის რეკეტს, სიტყვის თავისუფლების ჩახშობას, მართლმსაჯულების სისტემის გაბახებას, ტერიტორიების დაკარგვასა და ყველა სხვა უბედურებას, რაც ნაცბანდის სახელს უკავშირდება, რეალურად, ერთი კაცის – სააკაშვილის სახელი ჰქვია, სხვა დანარჩენები კი მხოლოდ ბოროტების აღსასრულებლად საჭირო ინსტრუმენტები იყვნენ. სინამდვილეში, გვარამიაც, ბოკერიაც, მერაბიშვილიც, ადეიშვილიც, ახალაიებიც, ვაშაძეებიც, ბოკუჩავებიც, ხოშტარიებიც, მეგის ქარდავებიც, კოხტა კოდუებიც და ის ყავარჯნიანი ჯალათებიც, მაგიდაზე დაბმულ ქართველ კაცებს რომ აუპატიურებდნენ, წარმოადგენენ ერთადერთი კაცის – სააკაშვილის პოლიტიკურ ჰიპოსტასებს. შესაბამისად, როცა ჯალათების ბანდას – კოლექტიურ ნაცმოძრაობას ხელისუფლებაში დაბრუნება სურს, მაგრამ ამის გაკეთებას უმთავრესი ჯალათის – სააკაშვილის იგნორირებითა და ,,პონტიდან მოტეხვით” ცდილობს, ეს უსამართლობაა, ხოლო სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით, ეს არის მეძავობა და ჩათლახობა. ნაცებო, ნუ ექცევით თქვენს ბელადს მეძავურად და ჩათლახურად! არ დაგავიწყდეთ, რომ მიშა ხართ და მიშად მიიქცევით!“- წერს ხუბუა X-ზე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: მოპასუხის პოზიცია არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა იმისა, რომ ამ სხდომაზე არ მოხდეს პასუხის გაცემა მთავარ შეკითხვაზე, კერძოდ, 1633 რეზოლუციაზე ხელისმოწერით ნაცმოძრაობამ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ ეს დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები 2019-2025 წლებში უშუალოდ ექვსჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას და ამ ქმედებებს ისინი ამ მომენტისთვისაც არ ემიჯნებიან – ტყუილია, რომ პროდასავლური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ გვარამიას პარტიის მიერ გაჟღერებული ტყუილების მხოლოდ მცირე მაგალითებზე  – ტყუილია, რომ სარჩელი არ ასაბუთებს პარტიების მიერ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომელიც მისი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.