პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე მამუკა მდინარაძის შესახებ აგორებულ პროპაგანდისტულ კამპანიაზე: რა უფრო ლოგიკურია, რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი აპარატი შექმნილიყო, თუ 300 კაციანი მთავრობის ადმინისტრაცია უზრუნველყოფდეს ყველა საჭიროებას

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობასთან დაკავშირებით ოპონენტების ქილიკს გამოეხმაურა, რომლებმაც თქვეს, რომ „მდინარაძის უწყებას საკუთარი შენობა, აპარატი და ბიუჯეტი არ ექნება”

გორდულაძის თქმით, მთავრობის სტრუქტურაში ცვლილებები არ გულისხმობს ახალი სამინისტროს შექმნას, არამედ იქმნება მხოლოდ სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელიც კოორდინაციას გაუწევს სამართალდამცავ უწყებებს. 

მისივე თქმით, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ სათქმელი არაფერი აქვს და პიარული სვლებით ცდილობენ იმიჯის დაზიანებას. 

„კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ მერამდენეჯერ უნდა მოუვიდეს, რომ საკუთარი ტყუილი გაავრცელოს და რამდენიმე წუთში მხილებული იქნეს. ზუსტად იგივე შემთხვევა არის მაგალითად, მთავრობის სტრუქტურის შესახებ კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან. არავითარი სამინისტრო არ იქმნება, არამედ იქმნება კონკრეტული თანამდებობა- სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელიც შეასრულებს ფუნქციებს კოორდინაციის სახით სამართალდამცავ ორგანოებს შორის და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მათ შორის, კონსტიტუციური უფლებამოსილებები რაც არის, მათი დელეგირება ხდება სახელმწიფო მინისტრზე, ამავდროულად იგი სხვა კონსტიტუციურ ორგანოებთანაც სრულ კომუნიკაციაში იქნება. 

რა უფრო ლოგიკურია- რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი აპარატი შექმნილიყო თუ 300 კაციანი მთავრობის ადმინისტრაცია უზრუნველყოფდეს სახელმწიფო მინისტრის საჭიროებებს, რაც შეიძლება იყოს მატერიალური, ტექნიკური, ფინანსური უზრუნველყოფის სახით. 

აქ ორი ვარიანტია, ან „ნაცმოძრაობაში“ შემავალმა პირებმა უბრალოდ წაკითხულის გააზრება არ იციან და ამ პრობლემის წინაშე ვდგავართ, ან ცდილობენ, რომ მდარე პიარული მესიჯებით გააშავონ და საზოგადოება მოატყუონ საქართველოს მთავრობაში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით, ან ორივე ერთად. სათქმელი რომ არაფერი აქვთ, ცდილობენ, ასეთი იმიჯური დაზიანება მოახდინონ პიარული სვლებით, რაც რა თქმა უნდა არ გამოუვათ, იმიტომ, რომ ყოველ ფეხის ნაბიჯზე ტყუილის გამავრცელებლები თავისსავე დადებულ ნაღმებზე ფეთქდებიან ხოლმე“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: მოპასუხის პოზიცია არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა იმისა, რომ ამ სხდომაზე არ მოხდეს პასუხის გაცემა მთავარ შეკითხვაზე, კერძოდ, 1633 რეზოლუციაზე ხელისმოწერით ნაცმოძრაობამ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ ეს დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები 2019-2025 წლებში უშუალოდ ექვსჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას და ამ ქმედებებს ისინი ამ მომენტისთვისაც არ ემიჯნებიან – ტყუილია, რომ პროდასავლური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ გვარამიას პარტიის მიერ გაჟღერებული ტყუილების მხოლოდ მცირე მაგალითებზე  – ტყუილია, რომ სარჩელი არ ასაბუთებს პარტიების მიერ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომელიც მისი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.