პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: „ხალხის ძალა“ ვიყავით მართლები – ამერიკის კონგრესის ანგარიშში წერია პირდაპირ, რომ ევროკავშირი 6 ქვეყნის არჩევნებში ერეოდა

x

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი მედიასთან გამოეხმაურა შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის ანგარიშს, რომლის მიხედვითაც ევროკავშირი ექვსი ევროპული ქვეყნის არჩევნებში ჩაერია.

მაჭარაშვილმა აღნიშნა, რომ „ხალხის ძალა“ უკვე წლებია საუბრობს ევრობიუროკრატების ზეწოლასა და ჩარევაზე სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში:

„ჩვენ გაცილებით ადრე დავინახეთ და ვისაუბრეთ კიდეც აღნიშნულზე, უფრო ადრე განვიცადეთ კიდეც ყველაფერი ჩვენს თავზე. „ხალხის ძალაზე“ კარგად არავინ იცის, როგორ ხდებოდა ჩარევები და ზეწოლა“ – განაცხადა დეპუტატმა. მაჭარაშვილმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ამერიკის კონგრესის ანგარიში კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროკავშირმა დაკარგა საკუთარი ღირებულებები. „ჩვენ ვნახეთ, რომ ბოლო დროს, განსაკუთრებით ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლის შემდგომ, საკმაოდ დაძაბული მდგომარეობაა ამერიკა-ევროკავშირს შორის. ეს იქამდეა მისული, რომ პრაქტიკულად არ ელაპარაკებიან ერთმანეთს, ან ულტიმატუმების ენით საუბრობენ. არა მარტო ევროკავშირის მიმართ კითხვის ნიშნებზეა საუბარი, არამედ „ნატო“- ს არსებობაც ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა.

ეს კითხვები მხოლოდ ამერიკის მხრიდან არ მოდის. „ნატო“-ს სხვა წევრებიც ამბობენ, რომ ჯობია მისი დაშლა და რაიმე ახალი ფორმით შექმნა. ბუნებრივია, როცა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი მიუნხენში გამოსვლაზე ევროპელებს ეუბნება, რომ არც რუსეთია მათი პრობლემა, არც ჩინეთი და რომ მათი პრობლემის სფუძველი ევროკავშრის ბიუროკრატიაა – უკვე იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ „ხალხის ძალა“ არ ვხედავდით ამ რეალობას. ჩვენ გაცილებით ადრე დავინახეთ და ვისაუბრეთ კიდეც აღნიშნულზე, უფრო ადრე განვიცადეთ კიდეც ყველაფერი საკუთარ თავზე. ჩვენზე კარგად არავინ იცის, როგორ ხდებოდა ჩარევები და ზეწოლა. ჩვენს შემდგომ შეიძლება ბევრმა გაბედა და ისაუბრა ევრობიუროკრატიის წინააღმდეგ. თუმცა, რასაც „ხალხის ძალა“ ვსაუბრობდით ჩვენს წერილებში, მერე იგივეს საუბრობდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ტრამპი, მისი ადმინისტრაცია – ეს ნიშნავს იმას, რომ „ხალხის ძალა“ ვიყავით მართლები. ეს ყველაფერი კონკრეტული ქმედებებით დადასტურდა. იურიდიული კომიტეტის დასკვნის საფუძველზე, ამერიკის კონგრესის ანგარიშში წერია პირდაპირ, რომ ევროკავშირი 6 ქვეყნის არჩევნებში ერეოდა. ეს კი მაშინ, როცა თავად საუბრობდნენ სხვა ქვეყნების ჩარევაზე. ყოველივე ეს ნიშნავს, რომ ჩვენი წუხილები, რომ ევროკავშირმა დაკარგა საკუთარი ღირებულებები, აღმოჩნდა მართალი“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: მოპასუხის პოზიცია არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა იმისა, რომ ამ სხდომაზე არ მოხდეს პასუხის გაცემა მთავარ შეკითხვაზე, კერძოდ, 1633 რეზოლუციაზე ხელისმოწერით ნაცმოძრაობამ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ ეს დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები 2019-2025 წლებში უშუალოდ ექვსჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას და ამ ქმედებებს ისინი ამ მომენტისთვისაც არ ემიჯნებიან – ტყუილია, რომ პროდასავლური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ გვარამიას პარტიის მიერ გაჟღერებული ტყუილების მხოლოდ მცირე მაგალითებზე  – ტყუილია, რომ სარჩელი არ ასაბუთებს პარტიების მიერ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომელიც მისი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.