პოლიტიკა

ოპოზიციონერ აქტივისტებს შორის დაპირისპირება გრძელდება, ნანუკა ჟორჟოლიანს მარიამ მეყანწიშვილი უპირისპირდება: “არსებობს წითელი ხაზები და ვფიქრობ ყველა გადაკვეთე, არ გეტყვი რომ სუსი ხარ, მაგრამ გეტყვი, რომ ძალიან საშიში ადამიანი ხარ”

ოპოზიციონერ აქტივისტებს შორის დაპირისპირება გრძელდება. ამჯერად ნანუკა ჟორჟოლიანს მარიამ მეყანწიშვილი დაუპირისპირდა და ცრუ ბრალდებების გამო ნანა სანდერის ციხეში მოხვედრაში დასდო ბრალი.

მეყანწიშვილი აცხადებს, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი საშიში ადამიანია, რომელმაც ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა.

“ნანუკა გაგახსენებ შენ მიერ ცრუ ბრალდებებით ციხეში მოხვედრილ ნანა სანდერს, რომელსაც შენს პოსტებს უდებენ მტკიცებულებად ჩადენილი დანაშაულის! გაგახსენებ ჩემს თავს იქამდე, სანამ “მეამადან” არ გამომიშვეს რომ არ მოისვენე და მეც სუსად შემრაცხე 1300 ლარიანი სამსახურის გამო! გაგახსენებ კიდევ ბევრ ეპიზოდს – მიუხედავად ამისა მაინც არასდროს მიწოდებია შენთვის “ჩანერგილი”, სუსი – ქოცებთან გარიგებული – შენი მათდამი მჭიდრო კავშირების მიუხედავადაც კი!

არსებობს წითელი ხაზები და ვფიქრობ ყველა გადაკვეთე! არ გეტყვი, რომ სუსიხარ მაგრამ გეტყვი, რომ ძალიან საშიში ადამიანი ხარ და ძალიან მავნებლობ – იმ ნდობას იყენებ, რომლითაც მსხვერპლი შენამდე მოვიდა და ვხედავთ როგორც მოახდინე პოზიციონირება და როგორ გამოიყენე იმ გოგონას ნდობა!” – წერს მარიამ მეყანწიშვილი.

აღნიშნულ ბრალდებას ჟორჟოლიანი სიცრუეს უწოდებს და აცხადებს, რომ თუ მეყანწიშვილი და მისი თანამოაზრეები მართლები არიან, საჯაროობა არ უნდა აშინებდეთ.

“ცრუობ. იტყუები. ნანა სანდერის საქმეში არანაირი სქრინი არ დევს და კითხვა მაქვს? ამიტომ უნდა მოიქცეთ ისე როგორც იქცევით? კიდევ კარგი, რომ არსებობს დიალოგის შინაარსის მტკიცებულება. სწორედ ასეთი დეტალები უნდა გახდეს საჯარო და ასეც იქნება. გახდება კიდეც. ნუ ბორგავთ ტყუილა. ხომ ხართ მართლები? საჯაროობა ნუ გაშინებთ”, – წერს ჟორჟოლიანი.

საპასუხოდ კი, მეყანწიშვილი ოპოზიციონერ ჟურნალისტს კვლავ სიცრუესა და ბოროტებაში სდებს ბრალს.

“აქ ერთადერთი, ვინც ცრუობს ხარ შენ! ნანა სანდერის და ჩემი სასამართლო მაინც არის საჯარო და პროკურატურამ შენი პოსტის სქრინები რომ მოუტანა, ეგ მაინც იცის სასამართლო პროცესზე დამსწრეთა 100%. ძალიან კარგად იცი გოგონა რა მდგომარეობაში მოვიდა შენამდე და პირველი, ოჯახიდან გამომდინარე რომ არასაჯაროობა გთხოვა და ამაში დახმარება. იცი რატომ ხარ ბოროტი? იცი რომ არცერთი ჩვენგანი არ ვიკადრებთ გოგოს ინტერესებიდან გამომდინარე იმის გასაჯაროებას, რაც ამ გოგონას დააზიანებს. ასე რომ რამდენჯერაც არ უნდა სცადო ჩვენი პროვოცირება და როგორც არ უნდა გვაშავო, ჩვენ არ გავყიდით ამ გოგოს ინტერესებს და საჭიროებებს შენგან განსხვავებით!” – წერს მეყანწიშვილი.

ცნობისთვის, რადიკალ აქტივისტებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც ერთ-ერთი აქტივისტი, ლუკა ჭოხონელიძე, მეორე აქტივისტმა, ალბი კორძაიამ, გოგონას გაუპატიურებაში დაადანაშაულა. ჭოხონელიძეს მხარი დაუჭირა ნანუკა ჟორჟოლიანმა და მისმა თანამოაზრეებმა, ხოლო, სექსუალური ძალადობის სავარაუდო მსხვერპლს მხარდაჭერას, კორძაიასთან ერთად, მარიამ მეყანწიშვილი და მათი თანამოაზრეები უცხადებენ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: მოპასუხის პოზიცია არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა იმისა, რომ ამ სხდომაზე არ მოხდეს პასუხის გაცემა მთავარ შეკითხვაზე, კერძოდ, 1633 რეზოლუციაზე ხელისმოწერით ნაცმოძრაობამ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ ეს დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები 2019-2025 წლებში უშუალოდ ექვსჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას და ამ ქმედებებს ისინი ამ მომენტისთვისაც არ ემიჯნებიან – ტყუილია, რომ პროდასავლური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ გვარამიას პარტიის მიერ გაჟღერებული ტყუილების მხოლოდ მცირე მაგალითებზე  – ტყუილია, რომ სარჩელი არ ასაბუთებს პარტიების მიერ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომელიც მისი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.