პოლიტიკა

დათა გვასალია ოპოზიციური ალიანსის შეხვედრებზე: სესია ალბათ გახსნა თამარ ჩერგომ – „გამარჯობა, მე გიგა ბოკერიას ცოლი ვარ და 12 წელია არჩევნები არ მოგვიგია, ყველაფერში წავაგეთ, ვერაფერი გავთვალეთ, ბოლოს საკუთარი პარტიიდანაც კი გამოგვაგდეს”

ოპოზიციური ალიანსის რეგიონებში დაანონსებული „ხალხთან შეხვედრები“ სინამდვილეში აღმოჩნდა ანონიმურ პოლიტიკურ ლუზერთა კლუბის სესიები. ეს არ არის პოლიტიკური პროცესი, ეს არის ჯგუფური თერაპია, სადაც დახურულ კარს მიღმა „პარტ-აქტივი“ და „ლიდერობა“ ერთმანეთს ტრავმებს უზიარებს,- ამის შესახებ ჟურნალისტი, დათა გვასალია, წერს სოციალურ ქსელში. დათა გვასალია აღნიშნავს, რომ ოპოზიცია დადის კარიდან კარზე, ოღონდ მხოლოდ საკუთარ “ბაბლში” და აცხადებს, რომ მათ “ჰერმეტული დემოკრატია” აქვთ.

“ოპოზიციური ალიანსის რეგიონებში დაანონსებული „ხალხთან შეხვედრები“ სინამდვილეში აღმოჩნდა ანონიმურ პოლიტიკურ ლუზერთა კლუბის სესიები. ეს არ არის პოლიტიკური პროცესი, ეს არის ჯგუფური თერაპია, სადაც დახურულ კარს მიღმა „პარტ-აქტივი“ და „ლიდერობა“ ერთმანეთს ტრავმებს უზიარებს. სესია ალბათ გახსნა თამარ ჩერგომ, რატომღაც მგონია რომ ეს პატივი მას ეკუთვნის – „გამარჯობა, მე გიგა ბოკერიას ცოლი ვარ და 12 წელია არჩევნები არ მოგვიგია, ყველაფერში წავაგეთ, ვერაფერი ვერ გავთვალეთ, ბოლოს საკუთარი პარტიიდანაც კი გამოგვაგდეს, მაგრამ ვინც გამოგვაგდო და პოლიტიკური სუტენიორი ვუწოდე, კიდევ ერთს „მეძავიც“ (უფრო პირდაპირ) ვეძახე ახლა ჩემ გევრდით ზის და აქაა. ქვეყნისთვის რას არ იზამს ადამიანი და გიგი წერეთელს და კაკო ბობოხიძეს ღიმილნარევი მზერით გადახედა. ( დარბაზში ტაში) ნიკა გვარამია – გამარჯობა, მე ნიკა ვარ და მედიაში ყოფნისას დაგროვილი მოსრიალებები მეხმარება პოლიტიკაში მოსალოდნელ 100%-იან მოსრიალებებს რომ გავუმკლავდე, მაგრამ როგორც ერთხელ გიტხარით – ესენი კი მეზიზრებიან, მაგრამა სე დაგვავალეს ზემოდან და რას ვიზამდით აბა?! გიორგი ვაშაძე – გაამრჯობა, მე გიორგი ვარ და მე პოლიტიკური ორიენტირი ძაან არეული მაქვს, დამავიწყდა კიდეც დღეს ჩემს თავს წარმოვადგენ, ნაცებს თუ რაიმე კოალიციას, მაგრამ მთავარია აქ ვარ, ერთი პირადი გამარჯვება მაქვს – აღარ მგონაიდაჟინებით რომ პრემიერი გვხდები – როგორც 2020 წელს ვამტკიცებდი (იცინის) და ასე გაგრძელდა… გამომსვლელები ტრამვებს რა დალევს )) უნდა ვაღიაროთ ისიც, რომ მათი „კარდაკარი“ ტექნიკური თვალსაზრისით მართლაც სრულდება – ისინი დადიან კარიდან კარზე, ოღონდ საკუთარ ბაბლში, კარებს კი შიგნიდან კეტავენ, რომ შემთხვევით ნამდვილი გამვლელი არ შევიდეს და ეს იდილიური ფარსი არ დაურღვიოს – ვინც შევიდა, ის კი გამოაგდეს. მოკლედ ჩვენ ოპოზიციურ გურუებს „ჰერმეტული დემოკრატია“ აქვთ და ვინმემ ფანჯარა გამოუღეთ. უჰაერობა ტრამვებს არ კურნავს მაგრამ ჰაერზე გასვლაც რომ უარესია მათთვის?!”-წერს დათა გვასალია

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: მოპასუხის პოზიცია არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა იმისა, რომ ამ სხდომაზე არ მოხდეს პასუხის გაცემა მთავარ შეკითხვაზე, კერძოდ, 1633 რეზოლუციაზე ხელისმოწერით ნაცმოძრაობამ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ ეს დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები 2019-2025 წლებში უშუალოდ ექვსჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას და ამ ქმედებებს ისინი ამ მომენტისთვისაც არ ემიჯნებიან – ტყუილია, რომ პროდასავლური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ გვარამიას პარტიის მიერ გაჟღერებული ტყუილების მხოლოდ მცირე მაგალითებზე  – ტყუილია, რომ სარჩელი არ ასაბუთებს პარტიების მიერ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომელიც მისი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.