პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: ძალოვანი სტრუქტურების კოორდინირებული მუშაობა დადებითად აისახება ქვეყნის მართვაზე და უკეთეს შედეგებს მოიტანს, ვიდრე ცალკეული უწყებების დამოუკიდებელი მოქმედება

ძალოვანი სტრუქტურების კოორდინაციის მიმართულებით დაგეგმილ ცვლილებებს გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი. “ვფიქრობ, ქვეყანა გაცილებით მეტ დადებით შედეგს მიიღებს, ვიდრე აქამდე იყო. თუმცა არ ვთვლი, რომ საქმე აქამდე ცუდად იყო – პირიქით, ამ წლების განმავლობაში ხუთჯერ განხორციელებული რევოლუციის მცდელობების აღკვეთა არის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი იმისა, რომ სამართალდამცავი უწყებები კარგად და კოორდინირებულად მუშაობდნენ”- განაცხადა დეპუტატმა და განმარტა, რომ მიუხედავად თავდაპირველად არსებული კითხვებისა, მიღებულმა პასუხებმა დაარწმუნა, რომ ცვლილებები მიზანშეწონილია.

„ჩვენი სიფრთხილის ერთადერთი მიზეზი იყო ის, რომ გვქონდა გარკვეული კითხვები საკითხებთან დაკავშირებით და სწორედ ამასთან დაკავშირებით მივიღეთ ამომწურავი პასუხები, რამაც დაგვარწმუნა ამ ცვლილებების მიზანშეწონილობაში. თავისთავად, ის ფაქტი, რომ კოორდინირებული იქნება ძალოვანი სტრუქტურების საქმიანობა, მისასალმებელია, რადგან კოორდინაცია – იქნება ეს ძალოვანი სტრუქტურები, ეკონომიკური გუნდი თუ სხვა ტიპის საქმიანობა – ყოველთვის გაცილებით უკეთეს შედეგს იძლევა, ვიდრე დამოუკიდებლად მუშაობა და გადაწყვეტილებების მიღება.

ამ მიმართულებით ვფიქრობ, ქვეყანა გაცილებით მეტ დადებით შედეგს მიიღებს, ვიდრე აქამდე იყო. თუმცა არ ვთვლი, რომ საქმე აქამდე ცუდად გვქონდა ამ მიმართულებით – პირიქით, ამ წლების განმავლობაში ხუთჯერ განხორციელებული რევოლუციის მცდელობების აღკვეთა არის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი იმისა, რომ სამართალდამცავი უწყებები კარგად და კოორდინირებულად მუშაობდნენ. როგორც ჩანს, სწორედ ასეთი მუშაობის პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე დადგა დღის წესრიგში აუცილებლობა, რომ ეს ყველაფერი სამართლებრივად ყოფილიყო გამართული და ჩამოყალიბებული, რათა ერთი ადამიანის ცალკეულ ნება-სურვილზე კი არ იყოს დამოკიდებული სტრუქტურული და კოორდინირებული მუშაობა, არამედ მომავალშიც ამგვარად წარიმართოს, რადგან, როგორც ვხედავთ, კოორდინირებული მოქმედება კარგ შედეგს იძლევა ქვეყნისთვის,“- განაცხადა სეფაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: მოპასუხის პოზიცია არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა იმისა, რომ ამ სხდომაზე არ მოხდეს პასუხის გაცემა მთავარ შეკითხვაზე, კერძოდ, 1633 რეზოლუციაზე ხელისმოწერით ნაცმოძრაობამ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ ეს დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები 2019-2025 წლებში უშუალოდ ექვსჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას და ამ ქმედებებს ისინი ამ მომენტისთვისაც არ ემიჯნებიან – ტყუილია, რომ პროდასავლური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ გვარამიას პარტიის მიერ გაჟღერებული ტყუილების მხოლოდ მცირე მაგალითებზე  – ტყუილია, რომ სარჩელი არ ასაბუთებს პარტიების მიერ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომელიც მისი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.