პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: ოპოზიციას გაწუხებთ ის ფაქტი, ახალი პოზიცია მამუკა მდინარაძეს საშუალებას მისცემს, რომ პოლიტიკური დღის წესრიგის ჩამოყალიბებაში მიიღოს მონაწილეობა. ეს მტკივნეულია, ვინაიდან ვიცით, რამხელა პოლიტიკური რესურსი და ძალა აქვს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა პარლამენტი პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა. მისი თქმით, „ისეთი გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა, რომ ასეთი ტიპის კოორდინაცია აუცილებელია რომ ყოველდღიური იყოს. შესაბამისად, გარდა პოლიტიკაში შემობრუნებისა, ეს იქნება მამუკა მდინარაძის ვალდებულება და პასუხისმგებლობა, რომ ყოველდღიურ რეჟიმში კოორდინაცია იყოს ჩვენ ძალოვან უწყებებს შორის“.

მაჭავარიანმა მამუკა მდინარაძის საქმიანობა წარმატებულად შეაფასა და იმ მნიშვნელოვან წინსვლაზე ისაუბრა, რასაც უწყებამ მისი ხელმძღვანელობის პერიოდში მიაღწია.

„რაც შეეხება თქვენს რიტორიკას მამუკა მდინარაძესთან დაკავშირებით. მამუკა მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა სულ რაღაც ნახევარი წელი და აბსოლუტურად სხვა სიმაღლეზე აიყვანა ეს სამსახური. ვიხილეთ, თუ როგორი ნაბიჯები გადადგა მან კორუფციის მიმართულებით, ტერორიზმის მიმართულებით, რამდენი საქმე გაიხსნა იმასთან დაკავშირებით, რომ ასაფეთქებელი ნივთიერებები შემოჰქონდათ საქართველოში, სხვადასხვა ქვეყნებში გაჰქონდათ საქართველოს გავლით, სამალავები აღმოჩნდა, სადაც შეიარაღება იყო გადამალული თბილისთან ახლოს. ასეთი ტემპით და ასეთი ხარისხით არ მგონია, რომ რომელიმე ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს ემუშავა. თქვენ, მთლიანად ოპოზიციას, გაწუხებთ ის ფაქტი, რომ მამუკა მდინარაძე ახალი პოზიციიდან ერთის მხრივ, კოორდინაციას გაუწევს გეკა გელაძეს, სულხან თამაზაშვილს და თავის მხრივ, რა თქმა უნდა, გადააზღვევს მათ გადაწყვეტილებებსაც და მეორეს მხრივ, ეს პოზიცია მამუკა მდინარაძეს საშუალებას მისცემს, რომ პოლიტიკური დღის წესრიგის ჩამოყალიბებაში და განსაზღვრაში მიიღოს მონაწილეობა.

ეს რა თქმა უნდა, მტკივნეულია, ვინაიდან ყველამ კარგად ვიცით, თუ რამხელა პოლიტიკური რესურსი და ძალა აქვს მამუკა მდინარაძეს. რაც შეეხება უსაფრთხოების სამსახურის ამ სიმაღლეზე აყვანას- დამეთანხმებით, საქართველო დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა მსოფლიოში და რა თქმა უნდა, უსაფრთხოების სამსახურის უზარმაზარი წვლილია ამაში. და თქვენ, პოპულისტურ ნაბიჯებს რომ დგამთ და პენსია უნდა გაიზარდოსო, ძალიან დიდი სიამოვნებით გავზრდიდით პენსიას, მაგრამ დღეს მაგის საშუალება არ გვაქვს და კითხვას რომ გისვამენ, რის ხარჯზე გაზრდიდით პენსიას, რას მოაკლებდით დაფინანსებასო?- თქვენი პასუხია შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსო. ეს არის უპასუხისმგებლო პასუხი და ეს არის პოპულიზმი“-განაცხადა მაჭავარიანმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: მოპასუხის პოზიცია არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა იმისა, რომ ამ სხდომაზე არ მოხდეს პასუხის გაცემა მთავარ შეკითხვაზე, კერძოდ, 1633 რეზოლუციაზე ხელისმოწერით ნაცმოძრაობამ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ ეს დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები 2019-2025 წლებში უშუალოდ ექვსჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას და ამ ქმედებებს ისინი ამ მომენტისთვისაც არ ემიჯნებიან – ტყუილია, რომ პროდასავლური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ გვარამიას პარტიის მიერ გაჟღერებული ტყუილების მხოლოდ მცირე მაგალითებზე  – ტყუილია, რომ სარჩელი არ ასაბუთებს პარტიების მიერ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომელიც მისი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.